FLORANORM-STATI TB n20

FLORANORM-STATI TB n20

Georgia

ბიოფარმი-ლ
About Product
დასახელება - ფლორანორმ- სტატი

გამოყენების სფერო და გამოყენების რეკომენდაციები
ფლორანორმ-სტატი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას, რომელიც ეხმარება კუჭ-ნაწლავის მოქმედების ნორმალიზებას. პროდუქტში შემავალი ადამიანის ნაწლავების ნორმალური ფლორის ბაქტერიები წარმოადგენენ გრამდადებით ანაერობებს და მათ არ ახასიათებთ პათოგენური თვისებები. ბაქტერიების ფერმენტების მონაწილეობით ხდება ნაწლავების შიგთავსის ჰიდროლიზი და იმ მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავეების (რძის, ძმრის, პროპოინის და სხვ.) წარმოქმნა, რომლებიც აწესრიგებენ ნაწლავურ pH-ს, ხელს უშლიან პათოგენურ და პირობით პათოგენურ მიკროორგანიზმების გამრავლებას. ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნიტეტის სტიმულირებაში, დეტოქსიკაციური და საჭმლის მომნელებელი ფუნქციის უზრუნველყოფაში.
ფლორანორმ-სტატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტების, ასევე, სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დისბაქტერიოზების, ნაწლავთა დისფუნქციის, დიარეის და შეკრულობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორც დამხმარე საშუალება.

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

გამოყენების წესი: მიღება ხდება ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ბავშვებისთვის თითო ტაბლეტი დღეში 2-ჯერ, ხოლო მოზრდილებისათვის თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მიღების ხანგრძლივობაა 14-დან 30 დღემდე, მდგომარეობის შესაბამისად.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები: არ გამოვლენილა. შეთავსებადია სხვა ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, ასევე ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად.
ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზის შემთხვევები არ არის აღწერილი.
გამოყენებისას არ საჭიროებს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პროდუქტის მიღება დასაშვებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ზეგავლენა ავტომობილის მართვასა და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მუშაობაზე: არ ახასიათებს ზეგავლენა.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 5 წელი.
გამოშვების ფორმა: 20 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. .
Show More
More Info
Brand
ბიოფარმი-ლ
Country
Georgia
Generic
lactobacillus+bifidobacterium+E.coli+enterococ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page