/images/logo_en.svg
Hepa-merz 5g/10ml amp #10

Hepa-merz 5g/10ml amp #10

Germany

მერც ფარმა

About Product
საერთაშორისო დასახელება - L-ORNITHINE L-ASPARTATE
მწარმოებელი: MERZ PHARMA, გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰიპოაზოტემიური საშუალება. ჰეპატოპროტექტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გრანულები პერორალური ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტებში. შეფუთვაში 10 ც.
1 პაკ.
L-ორნითინი L-ასპარტატი............ 3 გ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში 10 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ 1 ამპ.
L-ორნითინ L-ასპარტატი .......... 500 მგ 5 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჰეპა-მერცი აქვეითებს მომატებული ამიაკის დონეს ორგანიზმში. L-ორნითინი მონაწილეობს ორნითინის ციკლში და შარდოვანას წარმოქმნით ხელს უწყობს ამიაკის დეტოქსიკაციას. L - ასპარტატი ააქტიურებს გლუტამინსინთეტაზას და უზრუნველყოფს იონიზირებული ამიაკის არატოქსიურ გლუტამინად გარდაქმნას, არამარტო პერივენოზურ ჰეპატოციტებში, არამედ თავის ტვინსა და კუნთებში. პრეპარატი ხელს უწყობს ინსულინის და სომატოტროპული ჰორმონის გამომუშავებას. აუმჯობესებს ცილოვან ცვლას პარენტერალურ კვებაზე მყოფ პაციენტებში.

ჩვენებები:
ჰიპერაზოტემიით მიმდინარე ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები: ჰეპატიტი, ციროზი, ცხიმოვანი დისტროფია.
ჰეპატოენცეფალოპათია: მანიფესტირებული და ლატენტური (მათ შორის ცნობიერების დარღვევის დროს - პრეკომა და კომა-კომპლექსურ თერაპიაში).
მიღების წესი და დოზირება:

1 გრანულა (პაკეტი) გახსნილ 200 გ სითხეში (წყალი, ჩაი ან წვენი) 1-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

სადღეღამისო ინტრავენური დოზა: 1-4 ამპულა გახსნილი 500 მლ საინფუზიო ხსნარში, მაქსიმალური სიჩქარე 5 გ/სთ. დაუშვებელია 500 მლ-ში 6 ამპულაზე მეტის გახსნა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 8 ამპულა.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად ალერგიული რეაქციები კანზე, გულისრევა და ღებინება.

უკუჩვენებები:
თირკმლის უკმარისობა, პლაზმაში კრეატინინის დონე 3 მგ/100 მლ-ზე მეტი.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით ინიშნება იმ პირებში, რომელთა მუშაობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

ჰეპა-მერცის ინტრავენური გადასხმის დროს გულისრევის და ღებინების განვითარებისას, საჭიროა ინფუზიის სიჩქარის შემცირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
Show More
More Info
Brand
მერც ფარმა
Country
Germany
Generic
ornithine (L-ornithune L-aspartat)
Dose
500მგ/1მლ
Form
ხსნარი საინფუზიო
Packing
ამპულა
Quantity
10
Volume
10მლ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat