Krezam caps 10000 #10

Krezam caps 10000 #10

Georgia

ჯი-ემ-პი
About Product
შემადგენლობა
კრეზამი 10000-ის ერთი კაფსულა შეიცავს 225 მგ პანკრეატინს, ფერმენტული აქტივობით:
ლიპაზა ............................................ 10000 ს.ე. (Ph. Eur.)
ამილაზა .......................................... 8000 ს.ე. (Ph. Eur.)
პროტეაზა ....................................... 600 ს.ე. (Ph. Eur.)
კრეზამი 25000-ის ერთი კაფსულა შეიცავს 300 მგ პანკრეატინს, ფერმენტული აქტივობით:
ლიპაზა ............................................ 25000 ს.ე. (Ph. Eur.)
ამილაზა .......................................... 18000 ს.ე. (Ph. Eur.)
პროტეაზა ....................................... 1500 ს.ე. (Ph. Eur.)
კაფსულა შეიცავს პანკრეატინს ნაწლავში ხსნადი მინიმიკროსფეროების სახით, რომელიც მდგრადია კუჭის წვენის მოქმედებისადმი.

ჩვენება
კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობისას ჩანაცვლებითი თერაპიის სახით:
- მუკოვისციდოზი;
- ქრონიკული პანკრეატიტი;
- პანკრეატექტომია;
- კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე;
- სიმსივნით განპირობებული სადინარების ობსტრუქცია (მაგ.: კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაღვლის საერთო სადინარის ობსტრუქცია;
- შვახმან-დაიმონდის სინდრომი;
- ასაკოვანი პაციენტები.
საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის დროს სიმპტომური თერაპიის სახით:
- ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა) შემდგომი პერიოდი;
- კუჭის ნაწილობრივი რეზექცია (ბილროტ-I/II);
- ტოტალური გასტრექტომია;
- დუოდენო- და გასტროსტაზი;
- ბილიარული ობსტრუქცია;
- ქოლესტაზური ჰეპატიტი;
- ღვიძლის ციროზი;
- წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის პათოლოგია;
- წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდა.
პრეპარატი გამოიყენება ასევე:
- საჭმლის მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად პაციენტებში ნორმალური კუჭ-ნაწლავის ფუნქციით, მაგრამ არასწორი კვების რეჟიმით;
- მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადების მიზნით.

უკუჩვენება
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანკრეატიტი გამწვავების ფაზაში;
- ღვიძლის მძიმე ფორმის დაავადებები სისხლში ბილირუბინის მაღალი დონით;
- მექანიკური სიყვითლე;
- ნაღვლის ბუშტის ემპიემა;
- ნაწლავის გაუვალობა;
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

დოზირება და მიღების წესი
კრეზამის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმისა და დიეტის შემადგენლობის მიხედვით.
ერთ მიღებაზე, კრეზამი 10000 ან კრეზამი 25000-ის 1 კაფსულაზე მეტი მიღების აუცილებლობისას, რეკომენდებულია 1 კაფსულა დაინიშნოს ჭამის წინ, ხოლო დანარჩენი – უშუალოდ ჭამის დროს.
კაფსულები ან მინიმიკროსფეროები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. გაძნელებული ყლაპვის შემთხვევაში (პატარა ბავშვებში და ასაკოვან პაციენტებში) კაფსულები ფრთხილად უნდა გაიხსნას, მინიმიკროსფეროები შეერიოს თხევად საკვებს ან სითხეს და უნდა მიიღონ მომზადებისთანავე.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 15-25რCტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).
Show More
More Info
Brand
ჯი-ემ-პი
Country
Georgia
Generic
Pancreati (Lipase. a-Amylase. Protease)) +Bile components+Hemicellulose
Dose
10000სე
Form
კაფსულა
Quantity
10
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page