დროებითი ან ხანგამოშვებითი ყაბზობის სიმპტომების ადგილობრივი მკურნალობისათვის 2-12 წლის ასაკის ბავშვებში.
რას წარმოაგენს კანოვა ბავშვები და მისი გამოყენება:
აქტიური ნივთიერება: გლიცერინი, საფაღარათო საშუალება, რომელიც ინიშნება რექტალურად. საფაღარათო ეფექტი მიიღწევა გლიცერინის უნარით, მოახდინოს განავლის დარბილება და ადგილობრივი მსუბუქი გამაღიზიანებელი მოქმედებით, მოახდინოს დეფეკაციის სტიმულაცია.
თითოეული კონტეინერი შეიცავს 2.25გ გლიცერინს.
დამხმარე ნივთიერებები: ბალბის თხევადი ექსტრაქტი, სამკურნალო გვირილის თხევადი ექსტრაქტი, ნატრიუმის კარმელოზა და გამოხდილი წყალი.
მედიკამენტი ნაჩვენებია დროებითი ან ხანგამოშვებითი ყაბზობის სიმპტომების ადგილობრივი მკურნალობისათვის 2-12 წლის ასაკის ბავშვებში.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია თუ მდგომარეობა უარესდება ან არ უემჯობესდება მკურნალობის 7 დღის შემდეგ.
დაუშვებელია კანოვა მოზრდილების გამოყენება:
- თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) გლიცერინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
- თუ პაციენს აღენიშნება ანორექტალური დაავადებები, ჰემორაგიული რექტოკოლიტი ( ნაწლავის ქრონიკული ანთების ტიპი) ან ჰემოროიდული კვანძების ანთება
- თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავების სპაზმები, კოლიკა, გულისრევა, ღებინება ან აპენდიციტის, ნაწლავების ობსტრუქციის, ნაწლავების მწვავე ანთების სხვა ნიშნები ან ზოგადად, ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც მიმდინარეობს დაუდგენელი ეტიოლოგიის მუცლის ტკივილით
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
- კანოვა ბავშვების გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
- განავალში სისხლის არსებობის, გაღიზიანების, ტკივილის შემთხვევაში, ან თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს
- მედიკამენტის გამოყენება არ უნდა მოხდეს 7 დღეზე მეტხანს, თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული
- მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მძიმე დაავადებების, განსაკუთრებით კარდიოვასკულარული (გულ-სისხლძარღვთა) დაავადების მქონდე პაციენტში.
ბავშვები: კანოვა ბავშვები არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
კანოვა ბავშვების გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად:
ექიმს ან ფარმაცევს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
კანოვა ბავშვების გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:
საკვები და სასმელი გავლენას არ ახდენს მედიკამენტის ეფექტურობაზე.
ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა:
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა:
მედიკამენტის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოყენების წესი:
გამოიყენება ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის/ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდირებული დოზები:
2- 12 წლის ასაკის ბავშვები: 1 კონტეინერი ერთხელ დღეში, საჭიროების შემთხვევაში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
მედიკამენტი განკუთვნილია რექტალური გამოყენებისთვის და არა შიგნით მისაღებად.
გამოყენების ინსტრუქცია:
გამოყენების მომენტში, როგორც კი მოიხსნება კანულას ფორმის კონტეინერის თავსახური, კონტეინერი უნდა მოთავსდეს ვერტიკალურ პოზიციაში წვეროთი ზემოთ და უნდა მოხდეს ნელი ზეწოლა, რათა რამდენიმე წვეთმა დაასველოს კანულის ბოლო სწორ ნაწლავში მისი მოთავსების გასაადვილებლად. კანულის დაბოლოების მოთავსებისას სწორ ნაწლავში, კონტეინერზე ხელის მოჭერით უნდა დაიცალოს მისი მთლიანი შიგთავსი და შემდეგ ნელა უნდა იქნას ამოღებული, კონტეინერის კედლებზე ზეწოლის გარეშე.
ევაკუაციის შესამცირებლად, უნდა მოხდეს დუნდულა კუნთების დაჭიმვა რამდენ ხანსაც შესაძლებელია, რათა მედიკამენტის მოქმედება სრულიად გამოვლინდეს.
პრეპარატის შეყვანის შემდეგ კონტეინერში ნარჩენი მედიკამენტის არსებობის მიუხედავად, მითითებული დოზის მიღება გარანტირებულია. ყოველი ერთჯერადი კონტეინერის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ერთხელ, გამოყენების შემდეგ უნდა გადააგდოთ.
თუ პრეპარატის შეყვანისას აღინიშნება დაბრკოლება, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს, რადგან შეიძლება საზიანო იყოს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
თუ სიმპტომები არ უმჯობესდება 7 დღეში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
კანოვა ბავშვების დოზის გადაჭარბებისას:
არ არის მოსალოდნელი ინტოქსიკაციის განვითარება დოზის გადაჭარბებისას.
მედიკამეტის დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი ( სიმპტომები ან დისკომფორტი, როგორიცაა ყაბზობის და დიარეის მონაცვლეობა, ნაწლავის სპაზმები, მუცლის შებერილობა, გულისრევა და მეტეორიზმი).
დოზის გადაჭარბებისას ან შემთხევვით გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
გლიცერინის, როგორც საფაღარათო საშუალების, რექტალური ხსნარის გამოყენების პერიოდში აღინიშნა გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე უცნობია: ანუსის ქავილი, ტკივილი და გაღიზიანება.
ძალიათ იშვიათი გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქცია გვირილის მიმართ (მაგ: კონტაქტური დერმატიტი). ჯვარედინი რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც ალერგიულები არიან ამავე ოჯახის მცენარეების მიმართ. შიგნით მიღებისას შეიძლება განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქციები, მათ შორის: სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპეპა, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას.
შენახვის წესი:
- ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
- არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს
- დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
- დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვა.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და წარმოებაზე პასუხისმგებელი:
ლაინკო, ს.ა. ავდა. ბიზე, 8-12 08191 - რუბი (ბარსელონა)