Neo peques 'Transit' syrup 150ml #1

Neo peques 'Transit' syrup 150ml #1

Spain

ნეოვიტალი
About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → საფაღარათო საშუალებები → ოსმოსური თვისებების მქონე
შემადგენლობა:
თამარინდის ექსტრაქტი (Tamarindus Indica), გულა სოკო (Hericium Erinaceus), ვაშლის პექტინი (Malus Domestica), აჰავას სიროფი

სიროფი შექმნილია აჰავას სიროფის ბაზაზე და არ იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მომატებას

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეო პეკეს ყაბზობისთვის - მცენარეული შემადგენლობის სიმპტომური საფაღარათე საშუალებაა, რომლის მოქმედებაც მიმართულია ყაბზობის მკურნალობის პროცესში აუცილებელი კომპონენტის - დეფეკაციის შიშის მოხსნაზე: კუჭ-ნაწლავის კედლის მოტორიკის მოწესრიგებით, ფეკალური მასის კონსისტენციის შეცვლით - დარბილებით და მისი ადვილი გამოძევებით

თამარინდის ექსტრაქტი - უჯრედისის, კალიუმის და B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის ხარჯზე - ფეკალური მასის დარბილებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მოწესრიგებით და ნაწლავური გამავლობის ხანგრძლივობის შემცირებით აუმჯობესებს დეფეკაციის პროცესს

გულა სოკო, იგივე ლომის ფაფარი - პოლისაქარიდების შემცველობის ხარჯზე მონაწილეობას იღებს წვრილ ნაწლავში ამინომჟავების მეტაბოლიზმსა და უტილიზაციაში, არეგულირებს ნაწლავის ნორმალური მიკრობიოტის ბალანსს, ხელს უწყობს მსხვილი და წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეგენერაციას და მისი ბარიერული ფუნქციის გაუმჯობესებას - აქედან გამომდინარე ხელს უწყობს მონელების პროცესს და აუმჯობესებს დეფეკაციას

ვაშლის პექტინი - საჭმლის მომნელებელ სისტემაში სითხის და ელექტროლიტების კუმულირების ხარჯზეუზრუნველყობს ფეკალური მასის კონსისტენციის შეცვლას, დარბილებას და მის ადვილ გამოძევებას


ჩვენება:
ფუნქციური ყაბზობა გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით:
ჩვეული მენიუს შეცვლა
არასაკმარისი უჯრედისი და სითხე მენიუში
მარცვლეულის, ნახევრად მყარი და მყარი საკვების მიღება
ტკივილი დეფეკაციის დროს
საზოგადოებრივი საპირფარეშოს გამოყენების დისკომფორტი
ნაადრევი ტუალეტის ჩვევების ჩამოყალიბება

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
0 - 2 წელი: 5 მლ 1X დღეში;
2 - 5 წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ 1X დღეში ;
5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში.
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად, სასურველია დილით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 15-20 დღე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გამოშვების ფორმა:
150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, ვაშლის არომატით №1

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე
Show More
More Info
Brand
ნეოვიტალი
Country
Spain
Generic
Tamarindus Indica+Hericium Erinaceus+Malus Domestica
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
150მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page