Ornaenzym caps #30

Ornaenzym caps #30

United Kingdom of Great Britain and Northern Ireland

პრიმეა
About Product
საერთაშორისო დასახელება - comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
ღორის პანკრეატინი 150 მგ ენზიმური აქტივობით:
(ლიპაზა 6750 ერთ Ph. Eur.
ამილაზა 6300 ერთ Ph. Eur.
პროტეაზა 450 ერთ Ph. Eur.)
პეპსინი 10 მგ (2000 Ph.Eur.units/g)
კამა (მშრალი ექსტრაქტი) 20 მგ
ბრომელაინი 100 მგ (1200 GDU/g)
პაპაინი 100 მგ (100 TU/mg)
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალიზებული ცელულოზა,ჰიპერმელოზა,პექტინი,მაგნიუმის სტეარატი,სილიციუმის დიოქსიდი,გაწმენდილი წყალი,ტიტანის დიოქსიდი.

ჩვენება:
კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობისას ჩანაცვლებითი თერაპიის სახით:
• მუკოვისციდოზი;
• ქრონიკული პანკრეატიტი;
• პანკრეატექტომია;
• კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე;
• სიმსივნით განპირობებული სადინარების ობსტრუქცია;

საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის დროს სიმპტომური თერაპიის სახით:
• ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა) შემდგომი პერიოდი;
• კუჭის ნაწილობრივი რეზექცია (ბილროტ-I/II);
• ტოტალური გასტრექტომია;
• დუოდენო და გასტროსტაზი;
• ბილიარული ობსტრუქცია;
• ქოლესტაზური ჰეპატიტი;
• ღვიძლის ციროზი;
• დისპეფსია

პრეპარატი გამოიყენება ასევე:
• საჭმლის მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად პაციენტებში ნორმალური კუჭ-ნაწლავის ფუნქციით, მაგრამ არასწორი კვების რეჟიმით;
• მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადების მიზნით.
ორნაენზიმის გამოყენების წესი და დოზირება:
ყოველთვის მიიღეთ ორნაენზიმი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას, თუ დაგავიწყდათ კაფსულის მიღება. თუ თქვენ არ მიგიღიათ დოზა საკვების მიღების დროს, დაელოდეთ საკვების მომდევნი მიღებას და გაარძელეთ კაფსულების რეგულარული მიღება.
დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნილებების, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის და საკვების შემადგენლობის მიხედვით.
კაფსულას ყლაპავენ მთლიანად, საკმაო რაოდენობის წყლის დაყოლებით.
თუ პაციენტს არ შეუძლია კაფსულის გადაყლაპვა (პატარა ბავშვები ან ხანდაზმული ასაკის პაციენტები), შეიძლება კაფსულის გახსნა და კაფსულის შიგთავსის შერევა სითხესთან ან თხევად საკვებთან, რომელიც არ საჭიროებს დაღეჭვას და აქვს მჟავე გემო (ვაშლის პიურე, ხილის წვენი). ასეთი ნარევის გადაყლაპვა საჭიროა შერევისთანავე, დაღეჭვის გარეშე.
რეკომენდირებული საწყისი დოზა 4 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს ლიპაზას 1000 ერთ Ph. Eur. კგ სხეულის მასაზე საკვების ყოველ მიღებაზე, 4 წლიდან ბავშვებში – 500 ერთ Ph. Eur. კგ სხეულის მასაზე საკვების ყოველ მიღებაზე. მაგრამ დოზის კორექტირება შეიძლება დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის, სტეატორეის სიმპტომების გამოხატულების და კვების მდგომარეობის შესაბამისად.
ფიბროზული კოლონოპათიის გაჩენის შესაძლებლობის გამო კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების დიდი დოზების მიღების შემთხვევაში, პაციენტების უმეტესობისთვის არ არის რეკომენდირებული ლიპაზას 10 000 ერთეულზე/კგ/დღეში მეტი მიღება.
დოზა კუჭქვეშა ჯირკვლის ეკზოკრინული უკმარისობის სხვა სახეობებისთვის:
დოზა შერჩეული უნდა იქნას ინდივიდუალურად პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნილებების, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციური მდგომარების და საკვების შემადგენლობის მიხედვით.
მკურალობას იწყებენ მცირე დოზებით: 1 კაფსულა დღეში 1-4 -ჯერ თითოეული კვებისას.რეკომენდირებულია მინიმალური ეფექტური დოზების მიღება.
ორნაენზიმის მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს მიღწეული ეფექტის და კვების ხასიათის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:
სხვა პრეპარატების მსგავსად, ორნაენზიმს გააჩნია გვერდითი ეფექტები.
ორნაენზიმის მკურნალობის მსვლელობაში შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტები: გულისრევა, ღებინება, შეკრულობა. მუცლის ტკივილი, კანის გაღიზიანება ანუსის გარშემო. ეს ეფექტები ჩვეულებრივ მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.
Show More
More Info
Brand
პრიმეა
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
Generic
lipaza+amilaza+proteaza+pepsin+foeniculim+bromelain+papaine
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page