Pesto amp 20mg/1ml #10

Pesto amp 20mg/1ml #10

Georgia

ავერსი-რაციონალი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Hyoscini butylbromidum

შემდაგენლობა: 1 ამპულა (1 მლ) შეიცავს:
მომქმედი ნივთიერება: ჰიოსცინის ბუთილბრომიდი – 20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინიექციო წყალი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერული ან თითქმის უფერული ხსნარი, პრაქტიკულად სუნის გარეშე, თავისუფალი ხილული ნაწილაკებისგან.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: M-ქოლინობლოკატორი.

ჩვენება: კუჭ-ნაწლავის, ნაღვლისა და შარდ-სასქესო ტრაქტის მწვავე სპასტიკური მდგომარეობა (მათ შორის ნაღველისა და თირკმლის ჭვალი). დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურების ჩატარება, რომელთა განხორციელება გართულებუილია სპაზმების არსებობის დროს (გასტროდუოდენოსკოპია, რენტგენოლოგიური გამოკვლევა და სხვა).
გამოყენების წესი და დოზირება:
უფროსები და ბავშვები 12 წლის ზევით:
1-2 ამპულა (20-40 მგ) ი/ვ ნელა, ი/კ ან კანქვეშ რამდენიმეჯერ დღეში. მაქსიმალური დღე-ღამის დოზაა 100 მგ.
12 წლამდე ასაკის ბავშვები:
მძიმე შემთხვევებში: 0,3-0,6 მგ/კგ ი/ვ ნელა, ი/კ ან კანქვეშ რამდენიმეჯერ დღეში. მაქსიმალური დოზაა 1,5 მგ/კგ.

გვერდითი ეფექტები: შესაძლოა წარმოიქმას ანტიქოლინერგიული გვერდითი ეფექტები: სიმშრალე პირის ღრუში, დისჰიდროზი, ტაქიკარდია, შესაძლოა შარდის შეკავება, რომელიც, როგორც წესი, გამოხატული არ არის და თავისით გვარდება. იშვიათ შემთხვევებში შეიმჩნევა თავბრუს ხვევა, არტერიული წნევის დაცემა და სისხლის მოდინება სახისკენ. ძალზე იშვიათად ყოფილა ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევები, მათ შორის კანის რეაქცია, გართულებული სუნთქვა, ანაფილაქსიური რეაქციები და ანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენება:
• ჰიპერმგრძნობელობა გიოსცინის ბუთილბრომიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
• ვიწროკუთხოვანი გლაუკომა (არანამკურნალები);
• წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია შარდის შეკავებით;
• მექანიკური კუჭ-ნაწლავის გაუვალობა;
• ტაქიკარდია;
• მეგაკოლონი;
• მიასთენია გრავისი.
ფეხმძიმობა და ლაქტაცია: მოცემული არ არის რაიმე მონაცემი პრეპარატის ფეხმძიმობის დროს მიღების შესახებ. თუმცა, სხვა პრეპარატების გამოყენების მსგავსად, ფეხმძიმობის დროს სასურველია პრეპარატის დანიშვნა განსაკუთრებული სიფრთხილით, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის მანძილზე. დამტკიცებული არ არის პრეპარატის უსაფრთხოება ლაქტაციის პერიოდში. თუმცა, არ მოიპოვება მონაცემები ჩვილ ბავშვებზე წამლის არასასურველი ზეგავლენის შესაჟხებ.
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
Georgia
Generic
hyoscine butylbromide
Dose
20მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page