/images/logo_en.svg
Senadexin neo tab N10

Senadexin neo tab N10

Georgia

ნეოფარმი

About Product
სენადექსინი-ნეო

შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტი: სინამაქის ფოთლების ექსტრაქტი (შეიცავს 20% A და Bსენოზიდების კალციუმის მარილებს) -- 0,07გ.
არააქტიური ინგრედიენტები: ლაქტოზა, სახამებელი (სიმინდის და კარტოფილის), პოვიდონი, ვანილინი, მეთილპარაბენი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტალკი, კალციუმის სტეარატი.

პარასამკურნალო საშუალება მზადდება სინამაქის (ალექსანდრიული ფოთოლი) ფოთლების (Cassia angustifolia Vahl.; Cassia acutifolia Del.;ოჯახი– Fabaceae) საფუძველზე.
მცენარის ფოთლები შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს: A და B სენოზიდებს და სხვა ანტრაცენწარმოებულებს: რეინს, ალოე-ემოდინს; ფლავონურ გლიკოზიდებს - იზორამნეტინს, კემპფეროლს, კემპფერინს, ორგანულ მჟავებს (ლინოლის, სტეარინის, პალმიტინის და სხვ.), ფიტოსტერინს, ფიტოსტეროლინს, პოლისაქარიდებს და ალკალოიდების კვალს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალება (სინამაქის ფოთლების ანტრაგლიკოზიდების ჯამი) იწვევს ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას, რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას (განსაკუთრებით - მსხვილი ნაწლავის), რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას, მისი ნორმალური მუშაობის რიტმის აღდგენას. ხელს არ უშლის საჭმლის მონელებას.
პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 8-12 სთ-ის შემდეგ.

ჩვენებები: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
შეკრულობა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰიპოტონია და ატონია, მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის მოდუნება, მათ შორის ოპერაციის შემდგომ პერიოდში, მშობიარობის შემდეგ).

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით: 1 ან 2 ტაბლეტი საღამოს ძილის წინ. ეფექტის არარსებობის შემთხვევაში რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა 2-3 ტაბლეტამდე ერთ მიღებაზე.
1-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვები: მოზრდილთა დოზის ერთი მესამედი ერთჯერად მიღებაზე საღამოს, ძილის წინ;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: მოზრდილთა დოზის ნახევარი ერთჯერად მიღებაზე საღამოს, ძილის წინ.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ნაწლავების გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები, პერიტონიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მეტრორაგია, ცისტიტი, სპასტიური კოლიტი, წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა.

ყურადღება: სიფრთხილით ინიშნება – ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ღვიძლის დაან თირკმლების უკმარისობისას; ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის საფაღარათო მოქმედებას შესაძლოა თან ახლდეს მუცლის ჭვალისმაგვარი ტკივილი. დოზის გადაჭარბების დროს ვითარდება გაძლიერებული აირწარმოქმნა ნაწლავებში და ფაღარათი. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატით მკურნალობის დროს შარდის შეფერილობა ხდება მოყვითალო-ყავისფერი ან მოწითალო-იისფერი. ამან არ უნდა გამოიწვიოს შეშფოთება: რადგან შარდის ბუნებრივი ფერი აღდგება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა პეპარატებთან: ხელს უშლის ტეტრაციკლინების აბსორბციას.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25 C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე.
Show More
More Info
Brand
ნეოფარმი
Country
Georgia
Generic
sennoside A+B
Form
ტაბლეტი
Quantity
10
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat