Stopdiar caps 100mg #24

Stopdiar caps 100mg #24

Hungary

გედეონ რიხტერი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Nifuroxazide

Stopdiar შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ნიფუროქსაზიდი – 100მგ;
მოქმედი ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, სიმინდის სახამებელი,, ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი;
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი, ყვითელი ქინოლონი (E104).

აღწერა:
აპკიანი გარსით დაფარული, მრგვალი, ორმხრივამობურცული, ყვითელი ფერის ტაბლეტები, დაახლოებიტ 9მმ დიამეტრით.
მიღების ჩვენება
პრეპარატი სტოპდიარი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- ბაქტერიული წარმოშობის მწვავე და ქრონიკული დიარეა;
- სხვა დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს დიარეით

უკუჩვენება
ნიფუროქსაზიდი უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ, აგრეთვე ალერგიის შემთხვევაში 5-ნიტროფურანის წარმოებულებზე. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ახალშობილებში (2 თვემდე ასაკი).

გამოყენების მეთოდი და დოზები
პრეპარატის სტოპდიარის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
მოზრდილებს და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს ენიშნებათ 2 ტაბლეტი დღეში 4-ჯერ. პრეპარატის მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად დროის ტოლ შუალედებში (ყოველ 6 საათში). ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობა წყლის დაყოლებით, დაურეჭავად და დაუფხვნელად. სტოპდიარი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება მწვავე დიარეის სამკურნალოდ რეკომენდებულია 3 დღის განმავლობაში. თუ ამის შემდეგ სიმპტომები არ ქრება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. დიარეით მომდინარე სხვა დაავადბების მკურნალობის კურსი შეადგენს არაუმეტეს 7 დღეს.
6 წლამდე ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის დანიშნვა სუსპენზიის ფორმით.

გვერდითი მოქმედება
სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ:
აღწერილია გრანულოციტოპენიის ერთი შემთხვევა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ნიფუროქსაზიდის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა და დიარეის გამწვავება. ამგვარი მცირე ინტენსივობის სიმპტომების შემთხვეაში არ არსებობს სპეციალური თერაპიის გამპყენების ან მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა. სიმპტომების გამწვავებისას საჭიროა მედიკამენტის მიღების შეწყვეტა. შემდგომში ავამდყოფმა აღარ უნდა მიიღოს ნიტროფურანის წარმოებულები.

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
იშვიათად ვლინდება კანის რეაქციები გამონაყარის სახით (≥1/10 000 - <1/1 000). აღწერილია პუსტულოზის ერთი შემთხვევა ხანდაზმულ ადამიანში და კვანძოვანი ერითემის ერთი შემთხვევა ნიფუროქსაზიდის მიმართ კონტაქტური ალერგიის შედეგად.

ჩვეულებრივ ნიტროფუქსაზიდი კარგად აიტანება, პრაქტიკულად არ ავლენს გვერდით მოქმედებას.
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალი ექიმის კონსულტაცია!
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი
Country
Hungary
Generic
nifuroxazide
Dose
100მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
24
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page