ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 250 მგ 10ც კაფსულა 1 კაფსულა შეიცავს: Saccharomyces boulardii-დან (სინონიმი: Saccharomyces cerevisae HANSEN CBS 5926) გამოყოფილი 250 მგ მშრალი საფუარი, რომელიც შეესაბამება 2.5X109 სიცოცხლისუნარიან უჯრედებს ჩვენებები: მწვავე ინფექციური დიარეა (ბაქტერიული ან ვირუსული); ანტიბიოტიკების მიღებით განპირობებული დიარეის პროფილაქტიკა და მკურნალობა; Clostridium difficile- თი გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტის და რეციდივული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა; გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; აკნე. მიღების წესები და დოზები: 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში. საპროფილაქტიკოდ მოგზაურობის დაწყებამდე 5 დღით ადრე 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში. აკნეს სამკურნალოდ 3 კაფსულა დღეში. კაფსულები მიიღება საკმაო რაოდენობის სითხესთან (1 ჭიქა წყალთან) ერთად. მკურნალობა გრძელდება დიარეის შეწყვეტიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ქრონიკული აკნეს შემთხვავაში, რეკომენდებულია იომოგის მიღება რამდენიმე კვირის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები: ერთეულ შემთხვევაში აღწერილია: ქავილი, ურტიკარია, კანის ანთებითი რეაქცია, კვინკეს შეშუპება. უკუჩვენება: * საფუარის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის მიღების პერიოდში განავლის მიკრობიოლოგიური ანალიზის გაკეთებისას, აუცილებელია ლაბორატორიის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ პაციენტი იღებს Saccharomyces bourlardii- ს პრეპარატს, ცრუ-პოზიტიური შედეგების თავიდან ასაცილებლად. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ანტიმიკოზური საშუალებების და იომოგის ერთდროული მიღება იწვევს მისი მოქმედების შემცირებას. იომოგთან ერთად მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორების გამოყენებისას, შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება. აფთიაქში გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.