Cathejell Lidocaine 12.5gr #1
Cathejell Lidocaine 12.5gr #1

Cathejell Lidocaine 12.5gr #1

Austria

მონტავიტი ფარმ ქარხანა
About Product
დასახელება: კატეჯელი ლიდოკაინით
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი,
ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი
გელის 1გ შეიცავს 20მგ ლიდოკაინ ჰიდროქლორიდს და 0.5მგ ქლორჰექსიდინ დიჰიდროქლორიდს.
დამატებითი ინგრედიენტები: ჰიდროქსიეთილის ცელულოზა, გლიცეროლი, საინექციო წყალი.

წამლის ფორმა:
კათეჯელი ლიდოკაინით – ანესთეზიური გელი (სტერილური ერთჯერადი გამოყენების ფორმა)

ჩვენება:
კათეჯელი ლიდოკაინით არის სუფთა, წყალში-ხსნადი, სტერილური გელი, რომელიც შეიყვანება ურეთრაში კათეტერის ან სხვა სამედიცინო ხელსაწყოს შეყვანამდე. მას აქვს ადგილობრივი ანესთეზიური და იატროგენული ინფექციების სამკურნალო და პროფილაქტიკური ეფექტი. შესაბამისად, ხსნის პროცედურებით გამოწვეულ ტკივილს და ახდენს ინფექციის პროფილაქტიკას.
ლიდოკაინს აქვს ადგილობრივი ანესთეზიური ეფექტი.
ლოკალური ანესთეზიური მოქმედება იწყება 5-10 წუთში ურეთრაში შეყვანის შემდეგ და გრძელდება 20-30 წუთი.
ქლორჰექსიდინი მძლავრი საშუალებაა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიული ინფიცირების სამკურნალოდ, მაგრამ ნაკლებეფექტურია მჟავების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების, სპორების, სოკოვანი მიკროორგანიზმების და ვირუსების საწინააღმდეგოდ. არსებულ კონცეტრაციაში ქლორჰექსიდინი წარმოადგენს ურეთრისა და შარდის ბუშტის იატროგენული ინფექციების საპროფილაქტიკო საშუალებას.

უკუჩვენება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ძალზედ მგრძნობიარე) აქტიური სუბსტანციების მიმართ ან კათეჯელი ლიდოკაინით ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ,
თუ ალერგიულია (ძალზედ მგრძნობიარე) ზოგიერთი ლოკალური ანესთეზიურის (ამიდო-ტიპის) მიმართ,
ბავშვები ორი წლის ასაკამდე,
საშარდე ორგანოების ზოგიერთი ფუნქციური დარღვევის (ბულბოკავერნოზული უკუდენის) დროს,
გულის მძიმე დაზიანების დროს, რომელიც გამოიხატება გულისცემის შენელებით, გულში იმპულსების გატარების დარღვევებით (AV-ბლოკადა) გულის უკმარისობით გამოწვეული შოკით ან სისხლის საერთო მოცულობის შემცირებით.

დოზირება და ჩვენება:
უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ. დოზა ინდივიდუალურად ადაპტირებადია.
მოზრდილ მამაკაცებში: შპრიცი შეიცავს 12.5 გ ან 8.5 გ. გელს, საიდანაც დაახლოებით 10გ ან 6გ გამოიყენება ურეთრაში. გამოყენებული შპრიცის ზომა და გელის რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ ანატომიურ მდგომარეობაზე. ერთი შპრიცის მოცულობა საკმარისია ურეთრის შესავსებად; არ უნდა გამოიყენებოდეს ერთ შპრიცზე მეტი.
მოქმედების ეფექტი იწყება 5-10 წუთის შემდეგ და მთავრდება 20-30 წუთში.
ქალებში, ბავშვებში (2-12 წელი) და მოზრდილებში (18 წლამდე): ექიმი ირჩევს დოზას ურეთრის ინდივიდუალური ანატომიური მდგომარეობის შესაბამისად.
ბავშვებში მოცირკულირე სისხლში შეღწეული ლიდოკაინის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს, შესაბამისად, გვმართებს სიფრთხილე. ძირითადად, ბავშვებმა 2-დან 12 წლამდე, სხეულის წონის ერთ კგ-ზე არ უნდა მიიღონ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 2.9 მგ-ზე მეტი.

არ გამოიყენება:
“კათეჯელი ლიდოკაინით” გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში 2 წლამდე
საჭიროების შემთხვევაში, ექიმი ფრთხილად შეურჩევს დოზას ხანში შესულ ან დასუსტებულ პაციენტებს, ან მათ, ვისაც აქვს ღვიძლის ან თირკმელების დაავადება პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

გამოყენების მეთოდი:
გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ურეთრის გარეთა ნაწილს.
შემოაცალეთ ქაღალდი გამჭვირვალე შეფუთვის ბლისტერულ ყელამდე.
წაატეხეთ ბოლო ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, შპრიცი სასურველია დარჩეს ბლისტერულ შეფუთვაშივე.
ბოლომდე მოხსენით წვერი, ისე, რომ არ დაზიანდეს ურეთრას ლორწოვანი და შეუძლებელი გახდეს მისი შემთხვევითი ჩასმა ურეთრაში.
გამოწურეთ გელის ერთი წვეთი ყელში შეყვანის გაადვილების მიზნით.
ნელ-ნელა შეიყვანეთ გელი შპრიცზე მსუბუქი დაწოლით.
კათეჯელი ლიდოკაინით შპრიცები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა; დარჩენილი გელი არ უნდა მოიხმაროთ.
Show More
More Info
Brand
მონტავიტი ფარმ ქარხანა
Country
Austria
Generic
lidocaine+chlorexidine
Dose
(20მგ+0.5მგ)/1გრ
Form
გელი
Packing
მზა შპრიცი ინსტილაციისთვის
Quantity
1
Volume
12.5გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page