ჩვენებები მენსტრუალური ციკლის დარღვევები და პრემენსტრუალური სინდრომი
მიღების წესები და დოზები სხვა მითითებათა არარსებობისას დისმენორმი შემდეგნაირად მიიღება: 1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში, რეგულარულად, მენსტრუაციათა ხანგრძლივობისა და სიხშირის ნორმალიზაციამდე, არანაკლებ 3 თვის განმავლობაში; თუ ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, საკონსულტაციოდ ექიმს უნდა მიმართოთ. ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან იმავე დროის გასვლის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიხსნას.
გვერდითი მოვლენები ამჟამად ცნობილი არ არის. ზოგადი მითითება: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომები დროებით გაუარესდეს (პირველადი გაუარესება). ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.
უკუჩვენება არ გამოიყენება ფუტკრის შხამის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობის დროს.
განსაკუთრებული მითითებები პრეპარატი გამოიყენება გლუტეინის დაავადების მქონე ავადმყოფთა სამკურნალოდ, მაგრამ მისი დანიშვნა სახამებლისადმი ალერგიის დროს (პათოლოგია, რომელიც გლუტეინის დაავადებისაგან განსხვავდება) არ შეიძლება. თუ ექიმმა გითხრათ, რომ რომელიმე შაქრის აუტანლობა გაქვთ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ. დისმენორმი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის ანალოგიურად, დისმენორმის მიღება ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.
ჭარბი დოზირება პრეპარატ დისმენორმის ჭარბი დოზირების მავნე ეფექტები ამჟამად ცნობილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის. ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას არ გამორიცხავს.
შენახვის პირობები და ვადები 5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ეტიკეტზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ. ორიგინალურ შეფუთვაში ინახება 15-25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.