Fosfomycin Aristos 3g powder for solution for internal use sachet №1
Fosfomycin Aristos 3g powder for solution for internal use sachet №1

Fosfomycin Aristos 3g powder for solution for internal use sachet №1

Germany

ლინდოფარმი
About Product
ფოსფომიცინი არისტო 3000მგ შიგნით მისაღები ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი
აქტიური ნივთიერება: ფოსფომიცინი (ფოსფომიცინი-ტრომეტამოლის სახით)

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მთლიანი ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან შეიძლება აუცილებელი გახდეს მისი ხელახალი გადაკითხვა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მედიკამენტი ენიშნება პაციენტს, არ შეიძლება მისი სხვისთვის მიცემა, რადგან აღნიშნულმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც თუ მასაც აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის: ფოსფომიცინი (ფოსფომიცინის ტრომეტამოლის სახით). 1 საშეტი 8გ შიგნით მისაღები ხსნარის დასამზადებელი ფხვნილით შეიცავს 5.631მგ ფოსფომიცინის ტრომეტამოლს, რომელიც შეესაბამება 3.000მგ ფოსფომიცინს, დამხამრე ნივთიერებებია: საქაროზა.

ჩვენება: ფოსფომიცინი არისტო გამოიყენება არაგართულებული შარდის ბუშტის ინფექციების სამკურნალოდ ქალებში და მდედრობითი სქესის მოზრდილ პირებში.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია ფოსფომიცინის ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები: უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ფოსფომიცინ არისტო-ს მიღებამდე, თუ სახეზეა შემდეგი დაავადებები: შარდის ბუშტის ხანგრძლივი ინფექცია, თუ ანამნეზში აღინიშნებოდა ფაღარათი ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ.

დაავადებები, რომლებსაც უნდა მიაქციონ ყურადღება: ფოსფომიცინი არისტო-მ შესაძლოა გამოიწვიოს რთული გვერდითი მოვლენები. მათ მიეკუთვნება ალერგიული რეაქციები და მსხვილი ნაწლავის ანთება. ყურადღება უნდა მიაქციონ კონკრეტულ სიმპტომებს ამ მედიკამენტის მიღებისას სხვადასხვა პრობლემების გამოვლენის რისკის შემცირების მიზნით.

ბავშვები და მოზარდები: არ გამოიყენება ეს მედიკამენტი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის დადასტურებული მისი გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა.

ფოსფომიცინი არისტო-ს მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი ღებულობს ან ცოტა ხნის წინ მიიღო-გამოიყენა სხვა სამკურნალო საშუალებები ან აპირებს ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას-გამოყენებას, ეს ეხება ასევე ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებებსაც. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, თუ ღებულობენ: მეტოკლოპრამიდს ან სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც აჩქარებენ საკვების კუჭით და ნაწლავით მიღებას, რადგან ისინი ამცირებენ ფოსფომიცინის სხეულში ათვისებას, ანტიკოაგულანტებს, რადგან შესაძლოა აღინიშნოს პაციენტის სისხლის შედედების დამაბრკოლებელი ეფექტი ფოსფომიცინის და სხვა ანტიბიოტიკების შედეგად.

ფოსფომიცინი არისტო-ს მიღება საკვებ პროდუქტებთან ერთად; საკვებმა შესაძლოა შეაფერხოს ფოსფომიცინის ათვისება. ამიტომ ეს მედიკამენტი უნდა მიიღონ უზმოზე ( ჭამამდე 2-3 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: თუ პაციენტი არის ორსულად ან კვებავს ჩვილს ბუნებრივად ან ეჭვობს, რომ არის ორსულად ან გეგმავს ორსულობას, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
თუ პაციენტი არის ორსულად, ექიმი დანიშნავს ამ მედიკამენტს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ამ მედიკამენტის მხოლოდ ერთჯერადი დოზის ერთხელ მიღება.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: შესაძლოა აღინიშნოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, რომელმაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ავტომობილის მართის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ფოსფომიცინი არისტო შეიცავს საქაროზას: ყოველი საშეტი შეიცავს დაახლ. 2,4გ საქაროზას. ფოსფომიცინი არისტო უნდა მიიღონ მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ პაციენტისათვის ცნობილია, რომ ახასიათებს აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ.

მიღების წესი: ეს მედიკამენტი უნდა მიიღონ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი რაიმეში არ არის დარწმუნებული.
Show More
More Info
Brand
ლინდოფარმი
Country
Germany
Generic
Fosfomycin sodium
Dose
3გრ
Form
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
Packing
პაკეტი
Quantity
1
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page