Furagin tab 50mg #30

Furagin tab 50mg #30

Russia

ოზონი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Furazidinum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნიტროფურანის ნაწარმები
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ აქტიურ ნივთიერება ფურაგინს (Furaginum) და დამხმარე ნივთიერებებს –Lლაქტოზას, კარტოფილის სახამებელს, შაქარს, პოლისორბატ 80 (ტვინ-80), სტეარინის მჟავას.

ჩვენებები. შარდგამომყოფი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი), შარდსასქესო სისტემის ოპერაციისშემდგომი ინფექციები (ოპერაციისშემდგომი პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი).

უკუჩვენებები: ფურაგინის, ნიტროფურანის ჯგუფის წარმოებულების და პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. თირკმლის მძიმე უკმარისობა (თირკმლის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები). ფურაგინის გამოყენება არ არის რეკომენდებული უროსეფსისისა და თირკმლების პარენქიმატოზული ინფექციების დროს. პოლინევროპათია (მათ შორის დიაბეტური), გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ენზიმის უკმარისობა (ჰემოლიზის განვითარების საშიშროება).

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
პრეპარატი არ ენიშნებათ 1 თვემდე ასაკის ბავშვებს.

გვერდითი მოვლენები. ჩვეულებრივ პრეპარატი კარგათ აიტანება, თუმცა შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მადის დაკარგვა, გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, ფაღარათი. ცნს და პერიფერული ნერვული სისტემა: თავბრუ, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა; იშვიათად – პოლინევროპათია. ალერგიული რეაქციები: პაპულოზური გამონაყარი, ქავილი. სხვა: სხეულის ტემპერატური მომატება, სისუსტე; იშვიათად – ფილტვის მწვავე ან ქრონიკული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევებში – ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი, Eრყტჰემა მულტიფორმე, პანკრეატიტი, ართრალგია, სისხლწარმოქმნის დარღვევა (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია), მსუბუქი ქალაშიდა ჰიპერტენზია, გარდამავალი ალოპეცია.
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან შეწყდეს პრეპარატის მიღება. გვერდითი მოვლენები მცირდება, თუ პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
ფურაგინი შარდს აძლევს ყავისფერ შეფერილობას.
თუ პრეპარატის მიღების დროს განვითარდა გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

გამოყენების მეთოდები და დოზები. ფურაგინი მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
უფროსებს: 100-200 მგ (2-4 ტაბლეტი) 2-3 ჯერ დრეში. მკურნალობის კურსი 7-10 დღეს შეადგენს, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, და ასევე თირკმლების ფუნქციურ მდგომარეობაზე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 10-15 დღის შემდეგ.
ბავშვებს: 5-8 მგ/კგ-ზე დღეში, დღიური დოზის გაყოფით 3-4 მიღებაზე, 7-8 დღის განმავლობაში, ცალკეულ შემთხვევებში – 3-4 კვირა.
იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დოზა არ იქნა მიღებული, მკურნალო უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზებით, რომელიც არ უნდა გაიზარდოს. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ მკურნალი ექიმის კონსულტაცია.
ჭარბი დოზირება. ნიტროფურანები ნაკლებტოქსიურია. ტოქსიკური მოქმედება შესაძლებელია ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით. სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუ, დეპრესია, პერიფერული პოლინევრიტი, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი), გულისრევა, ღებინება, ჰემოლიზური ანემია (პირებში გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობით), მეგალობლასტური ანემია; ძალიან იშვიათად – ღვიძლის ფუნქციების დარღვევა. მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა, ინფუზიური ხსნარების ინტრავენური შეყვანა (საჭიროა საკმარისი რაოდენობით სითხის შეყვანა). ტარდება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია. მძიმე შემთხვევებში ნაჩვენებია ჰემოდიალიზი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი.
Show More
More Info
Brand
ოზონი
Country
Russia
Generic
furazidine
Dose
50მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page