Gynotran vag supp #14

Gynotran vag supp #14

Turkey

ექსელტის ილჩ სანი
About Product
შემადგენლობა:

თითოეული ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: მეტრონიდაზოლი 500 მგ, მიკონაზოლის ნიტრატი 100მგ. დამხმარე ნივთიერება: ვიტეფსოლი

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: კომბინირებული ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის.გამოყენების ჩვენებები

C. Albicans-ით გამოწვეული ვულვოვაგინალური კანდიდოზი

Gardnerella vaginalis-ით და ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ბაქტერიული ვაგინოზი

Trichomonas vaginalis-ით გამოწვეული ტრიქომონადული ვაგინიტი

ვაგინიტი გამოწვეული შერეული ინფექციებით

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებებისა და მათი წარმოებულების და სხვა კომპონენტების მიმართ;

ორსულობის პირველი ტრიმესტრი;

პორფირია;

ეპილეფსია;

ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევა.გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ, მკურნალობის მწვავე აუცილებლობის შემთხვევაში გინოტრანის® ვაგინალური სუპოზიტორიები ინიშნება ექიმის კონტროლის ქვეშ.

ლაქტაცია

მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს ბავშვის ძუძუთი კვება მეტრონიდაზოლის რძეში გადასვლის გამო. ძუძუთი კვება აღდგება მკურნალობის დასრულებიდან 24-48 სთ-ში.გამოყენების წესი და დოზირება

არ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

თუ ექიმის მიერ გამოყენების სხვა მეთოდი არაა გათვალისწინებული ერთი ვაგინალური სუპოზიტორია შეჰყავთ ღრმად საშოში საღამოს, 14 დღის განმავლობაში ან ინიშნება ერთი ვაგინალური სუპოზიტორია 7 დღის განმავლობაში დილას და საღამოს.

მორეციდივე ვაგინიტების და სხვა მკურნალობის მიმართ რეზისტენტული ვაგინიტების დროს ინიშნება გინოტრანის® ერთი ვაგინალური სუპოზიტორია დილას და საღამოს 14 დღის განმავლობაში.

ვაგინალური სუპოზიტორიების გამოყენების წინ დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები. მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა ოდნავ წამოწეული ქვემო კიდურებით. შეიყვანეთ სუპოზიტორია საშოში ღრმად. შეეცადეთ მწოლიარე მდგომარეობაში დარჩეთ ნახევარი საათის განმავლობაში. სუპოზიტორიის გამოყენების შემდეგ ისევ დაიბანეთ ხელები.

ხანდაზმულები 65 წლის ზევით: იგივე რეკომენდაციებია, რაც მოზრდილებისთვის.

ბავშვები: ბავშვებში არ ინიშნება

ქალიშვილებში არ გამოიყენება

არ შეიძლება გადაყლაპვა ან სხვა გზით მიღება.
Show More
More Info
Brand
ექსელტის ილჩ სანი
Country
Turkey
Generic
metronidazole+miconazole
Dose
500მგ+100მგ
Form
სანთელი ვაგინალური
Quantity
14
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page