About Product
ინჟესტა
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: მიკრონიზირებული პროგესტერონი
1 კაფსულა შეიცავს 200 მგ მიკრონიზირებულ პროგესტერონს.
დამხმარე ნივთიერებები: ლეციტინი, მზესუმზირის ზეთი;
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი.
პერორალური მიღება
პლაზმაში პროგესტერონის ზრდის დონე შეიმჩნევა პრეპარატის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში შეწოვების პირველივე საათიდან. სისხლის პლაზმაში პროგესტერონის ყველაზე მაღალი დონე შეიმჩნევა პრეპარატის მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ (1 საათის შემდეგ - 4,25 ნგ/მლ, 2 საათის შემდეგ - 11,75 ნგ/მლ, 4 საათის შემდეგ - 8.37 ნგ/მლ, 6 საათის შემდეგ - 2 ნგ/მლ და 1,64 ნგ/მლ 8 საათის შემდეგ).
პროგესტერონის ძირითად მეტაბოლიტებს პლაზმაში წარმოადგენს 20α-ჰიდროქსი, δ4α პრეგნალონონიდა 5 α დეჰიდროპროგესტერონი. პრეპარატი გამოიყოფა შარდთან ერთად გლუკურონის მეტაბოლიტების სახით, რომელთაგან ძირითადი არის 3α,, 5β- პრეგნანენდიოლი (პრეგნანდიოლი). ეს მეტაბოლიტები იდენტურია იმ მეტაბოლიტების, რომლებიც წარმოიქმნება ყვითელი სხეულის ფიზიოლოგიური სეკრეციის დროს.
ინტრავაგინალური გამოყენება
საშოში შეყვანის შემდეგ პროგესტერონი სწრაფად შეიწოვება ლორწოვან გარსში. პროგესტერონის დონის მომატება პლაზმაში იწყება პირველივე საათიდან. ყველაზე მაღალი დონე სისხლის პლაზმაში მიიღწევა გამოყენებიდან 1-3 საათის შემდეგ.
საშუალო გამოწერილი დოზისას (100 მგ ღამე) ინჟესტა იძლევა პლაზმური პროგესტერონის ფიზიოლოგიური და სტაბილური დონის მიღწევისა და შენარჩუნების საშუალებას (საშუალოდ 9.7 ნგ/მლ დონეზე), რომელიც მსგავსია მენსტრუალური ციკლის ლუტეინის ფაზის დროს არსებული დონისა ნორმალური ოვულაციით. ამგვარად, ინჟესტა ახდენს ენდომეტრიუმის ადეკვატური მომწიფების სტიმულირებას, ხელს უწყობს ემბრიონის იმპლანტაციას. უფრო მაღალი დოზის დროს (200 მგ-ზე მეტი დღეღამეში) რომელიც თანმიმდევრულად მატულობს, გამოყენების ვაგინალური მეთოდი საშუალებას იძლევა მიღწეული იყოს პროგესტერონის ისეთი დონე პლაზმაში, რომელიც მსგავსია ორსულობის I ტრიმესტრის დროს არსებული დონისა.
მეტაბოლიზმი. მეტაბოლიტები პლაზმასა და შარდში იდენტურია მეტაბოლიტების, რომლებიც გამოვლენილია საკვერცხის ყვითელი სხეულის ფიზიოლოგიური სეკრეციის დროს: პლაზმაში ძირითადად ვლინდება 20α-ჰიდროქსი, δ4α პრეგნალონონიდა 5 α დეჰიდროპროგესტერონი. ექსკრეცია შარდთან ერთად სრულდება 95%-ით გლუკურონის მეტაბოლიტების ფორმით, რომლის ძირითადი კომპონენტებია 3α,, 5β- პრეგნანენდიოლი (პრეგნანდიოლი).
ჩვენებები:
პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული დარღვევები
პერორალური გამოყენება
გინეკოლოგიური:
- პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული დარღვევები, კერძოდ:
- წინა-სამენსტრუაციო სინდრომი,
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა (დიზოვულაცია, ანოვულაცია),
- ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია
- კლიმაქსის წინა პერიოდი
- შენაცვლებითი ჰორმონოთერაპია მენოპაუზის დროს (ესტროგენურ თერაპიასთან შეხამებით)
- უშვილობა ლუტეინის უკმარისობისას.
სამეანო:
- ჩვეული მუცლის მოშლის ან მუცლის მოშლის საფრთხის პროფილაქტიკა ლუტეინის უკმარისობის ფონზე;
- ნაადრევი მშობიარობის საფრთხე;
ინტრავაგინალური გამოყენება
- განაყოფიერების უნარის დაქვეითება პირველადი ან მეორადი უშვილობის დროს, ლუტეინის სრული ან ნაწილობრივი უკმარისობისას (დიზოვულაცია, ლუტეინის ფაზის ხელშეწყობა ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისთვის მომზადების დროს, კვერცხუჯრედების დონაციის პროგრამა). ჩვეული მუცლის მოშლის ან სპონტანური მუცლის მოშლის პროფილაქტიკა ლუტეინის უკმარისობის დროს.
- ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკა მოკლეყელიანი საშვილოსნოს მქონე ქალებში ან ანამნეზში ნაადრევი სპონტანური მშობიარობის მქონე ქალებში.
- პრეპარატის შიგნით მიღების შეუძლებლობა ან შეზღუდვა.
შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 25С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More