ჩვენება: • მწვავე ბაქტერიული ცისტიტი, მორეციდივე ბაქტერიული ცისტიტის მწვავე შეტევები; • ბაქტერიული არასპეციფიკური ურეთრიტი; • უსიმპტომო მასიური ბაქტერიურია ორსულებში; • საშარდე გზების პოსტოპერაციული ინფექციები; • საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევისას და ტრანსურეთრალური დიაგნოსტიკური გამოკვლევებისას.
უკუჩვენება: ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა ფოსფომიცინის ტრიმეთამოლის მიმართ, თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 10მლ/წთ), 5 წლამდე ბავშვთა ასაკი. გამოყენების მეთოდი და დოზები: გრანულები იხსნება 1/3 ჭიქა წყალში. მონურალი მიიღება ერთხელ დღეში უზმოზე, ჭამამდე 2 საათით ადრე ან ჭამის შემდეგ 2 საათით გვიან, უმჯობესია ძილის წინ, წინასწარ შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.
მოზრდილები: 1 პაკეტი (3გ.) ერთხელ დღეში. საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით ქირურგიული ჩარევის დროს, ტრანსურეთრული დიაგნოსტიკური პროცედურებისას მონურალის მიღება ხდება დღეში 2-ჯერ ზემოაღნიშნული დოზებით: 3 საათით ადრე ჩარევამდე და ჩარევიდან 24 საათის გასვლის შემდეგ.
5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები: დღიური დოზა 2გ დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 1 დღე. შედარებით მძიმე შემთხვევებში(ხანდაზმული პაციენტები, მორეციდივე ინფექციები) გამოიყენება კიდევ ერთი პაკეტი 24 საათის შემდეგ. თირკმლის უკმარისობის დროს საჭიროა დოზის დაქვეითება და ინტერვალის გაზრდა პრეპარატის მიღებებს შორის.
გვერდითი მოქმედება: შესაძლებელია გვერდითი მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, დიარეა), გამონაყარი კანზე, ალერგიული რეაქციები.