Pharmatex tab vag #12

Pharmatex tab vag #12

France

ინოტერა ჩუზი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Benzalkonium chloride
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ბენზალკონიუმის ქლორიდი.
ქიმიური დასახელება: დიმეთილ-ალკილ_ბენზილ_ამონიუმის ქლორიდი.
წამლის ფორმა: ვაგინალური ტაბლეტები.
შემადგენლობა: ძირითადი ნივთიერება: ბენზალკონიუმის ქლორიდი 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გაუწყლურებული ლიმონის მჟავა, ჰიდრატირებული სილიციუმის ორჟანგი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა, მაკროგოლი 6000 რაოდენობით საკმარისი ერთი 0,8 გ ვაგინალური ტაბლეტისათვის.
აღწერილობა: უსუნო თეთრი მგრვალი ნახვრეტიანი ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების კონტრაცეპციული საშუალება.

ჩვენება: ადგილობრივი კონტრაცეპცია რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის და ზოგადად, შემდეგ შემთხვევებში: პერორალური კონტრაცეპტივების ან საშვილოსნოსშიდა სპირალის მიმართ დროებითი ან აბსოლუტური უკუჩვენების დროს; მშობიარობის შემდეგ და ლაქტაციის პერიოდი; მენოპაუზის წინა პერიოდი; ეპიზოდური სქესობრივი კავშირების დროს; პერორალური კონტრაცეპტივების მუდმივი გამოყენებისას ტაბლეტის დაგვიანებული მიღების ან მისი გამოტოვების დროს.
დოზირება და გამოყენების წესი: ზურგზე წოლის დროს შეჰყავთ ღრმად საშოში არაუგვიანეს 10 წუთისა სქესობრივი კავშირის წინ. მისი მოქმედების ხანგრძლივობა 3 საათია. განმეორებითი სქესობრივი კავშირის დროს პრეპარატი გამოიყენება ხელმეორედ.

ერთჯერადი დოზა: ერთი ტაბლეტი განსაზღვრულია ერთ სქესობრივ კავშირიზე. გამოყენების ჯერადობა დამოკიდებულია ძირითადი ნივთიერების მიმართ სუბიექტურ ამატანობაზე და სქესობრივი კავშირის სიხშირეზე.
ფარმატექსის გამოყენება შესაძლებელია საშვილოსნოსშიდასპირალთან ან დიაფრაგმასთან ერთად.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქცია (წვა, ქავილი) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, კონტაქტური დერმატიტი. აღნიშნულ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
უკუჩვენება: პირები დარღვეული ფსიკიკით, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად გამოიყენონ პრეპარატი და რომლებიც ვერ იტანენენ სასქესო ორგანოებზე არანაირ ჩარევას; ამ სახის კონტრაცეპციული მეთოდის მიუღებლობა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; კოლპიტი; საშოს კედლების და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის გაღიზიანება და დაწყლულება;

ორსულობა და ლაქტაცია: დაბალი სისტემური აბსორბციის გამო პრეპარატი არ გადადის სისხლში და დედის რძეში, ამიტომ შესაძლებელია მისი გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატი არ მოქმედებს უარყოფითად ორსულობის მიმდინარეობაზე. ფარმატექსის გამოყენებისას კლინიკაში და ექსპერიმენტში არ არის გამოვლენილი ნაყოფის განვითარებაზე არასასურველი ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური ზემოქმედების არც ერთი შემთხვევა.
Show More
More Info
Brand
ინოტერა ჩუზი
Country
France
Generic
Myristalkonium chloride
Dose
20მგ
Form
ტაბლეტი ვაგინალური
Quantity
12
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page