Polygynax vag caps #12

Polygynax vag caps #12

France

ინოტერა ჩუზი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Neomycinum+Polymyxinum B+Nystatinum
წამლის ფორმა: ვაგინალური კაფსულები.

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს:
ნეომიცინის სულფატი …………………...35 000 ს.ე.
პოლიმიქსინ B-ს სულფატი …………..... 35 000 ს.ე.
ნისტატინი ……………………………….100 000 ს.ე.
დამხმარე ნივთიერებები : ჰიდროგენირებული სოიოს ზეთი, ტეფოზი 63, დიმეთიკონი 1000.
გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, დიმეთიკონი 1000, რაოდენობით საკმარისი კაფსულისათვის მასით 3.2 გ.
აღწერილობა: ღია ვარდისფერი ფერის რბილი, ოვალური ფორმის კაფსულები ზეთოვანი, ბლანტი, ერთგვაროვანი მასის შიგთავსით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინირებული ანტიმიკრობული საშუალება.
ჩვენება:
მკურნალობა: არასპეციფიური, სოკოვანი, შერეული ვაგინიტების, ვულვოვაგინიტების და ცერვიკოვაგინიტების ადგილობრივი მკურნალობა. პროფილაქტიკა: გინეკოლოგიაში ყველა სახის ქირურგიული ჩარევის წინ; საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინ და შემდეგ; საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების წინ; მშობიარობის წინ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
დოზირება და გამოყენების წესი: ინიშნება ინტრავაგინალურად. ერთი ვაგინალური კაფსულა ძილის წინ საღამოს ტუალეტის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლიობა 12 დღე.
პროფილაქტიკისათვის 6 დღიანი კურსი.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ამინოგლიკოზიდების გვერდითი მოვლენების სისტემური გამოვლინება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პოლიჟინაქსით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული სპერმიციდების გამოყენება, ვინაიდან ნებისმიერი ვაგინალური მკურნალობა აქვეითებს სპერმიციდის აქტივობას.

საყურადღებო მითითება: დაიცავით მითითებული დოზირების რეჟიმი, ვინაიდან არსებობს რეზისტენტული შტამებისა და სუპერინფექციის განვითარების რისკი. პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია ამინოგლიკოზიდების გვერდითი მოვლენების სისტემური გამოვლინება, რაც ძლიერდება თირკმლის უკმარისობის დროს. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მენსტრუაციის დროსაც. თირკმლის უკმარისობის დროს კონსულატაციისაღვის მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს კონსულატაციისაღვის მიმართეთ ექიმს. პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს. ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მონაცემები დედის რძით მოქმედი ნივთიერებების გამოყოფის შესახებ, პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
Show More
More Info
Brand
ინოტერა ჩუზი
Country
France
Generic
neomycin+polymyxin B+nystatin
Form
კაფსულა ვაგინალური
Quantity
12
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page