Prostamol Uno 320mg caps #30
Prostamol Uno 320mg caps #30

Prostamol Uno 320mg caps #30

Germany

ბერლინ-ჰემ მენარინი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Serenoa repens extract
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგია, ნეფროლოგია → წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები → წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული მოშარდვის ფუნქციონალურ დარღვევბის დროს გამოსაყენებელი პრეპარა → ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს აქტიური სამკურნალო კომპონენტის:
საბალის ნაყოფის ექსტრაქტი (Ext. Sabalis serrulatae 9-11:1)–320 მგ დამხმარე ნივთიერებები:
სუქცინილირებული ჟელატინი, გლიცერინი, საღებავები E 124, E 171, E 172.

ჩვენებები
კომპლექსურ თერაპიაში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის(I და II სტადია) მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის 1 კაფსულის მიღება ხდება დღეში ერთხელ, ერთსა და იმავე დროს, დაუღეჭავად, კვების შემდეგ სითხის მცირე რაოდენობის მიყოლებით.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა – არა ნაკლებ 1,5 თვე, მყარი ეფექტის მიღწევის ვადა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე.
პროსტამოლი® უნოს კარგი ამტანობის გამო მისი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს კუჭის ტკივილი.

უკუჩვენება
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები
მყარი თერაპიული ეფექტის მიღწევა საჭიროებს პრეპარატის ხანგრძლივ მიღებას იმ შემთხვევაშიც, როცა დაავადების სიმპტომების გამოვლენა მცირდება.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა არის 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე.
კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება!
პრეპარატი ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა +15რC - +25რC
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ბერლინ-ჰემ მენარინი
Country
Germany
Generic
Serenoa repens
Dose
320მგ
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page