/images/logo_en.svg
Provag caps vegan 10mlr #30
Provag caps vegan 10mlr #30

Provag caps vegan 10mlr #30

Italy

ბიოტრექს ნუტრაცეუტიკალს

About Product
პროვაგი

შემადგენლობა: პრობიოტიკული შტამი Lactobacillus crispatus M247, 1 კაფსულა შეიცავს 10 მილიარდ CFU-ს (კოლონიის წარმომქმნელი ერთეული).
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, მალტოდექსტრინი.

გამოყენების ჩვენებები:
- როგორც ბაქტერიული ვაგინოზის განვითარების პროფილაქტიკური საშუალება გინეკოლოგიურ პერიოპერაციულ პერიოდში (ამცირებს ინფექციებისა და პოსტოპერაციული სეფსისის რისკს, აჩქარებს ჭრილობის შეხორცების პროცესს, ამაღლებს იმუნიტეტს), გინეკოლოგიური პროცედურების დროს, ადგილობრივი ან სისტემური კონტრაცეპტივების გამოყენებისას, ვაგინალური სანაციის დროს, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
- ვაგინალური ფლორის ბალანსის დარღვევა ვაგინალური ინფექციებისა და სხვა გინეკოლოგიური პრობლემების დროს;
- სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობების რისკის შემცირება: ბაქტერიული ვაგინოზი, ვულვოვაგინალური კანდიდოზი, ვაგინიტები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, გონორეა, გენიტალური მარტივი ჰერპეს ვირუსითა და ადამიანის პაპილომა ვირუსით (HPV) გამოწვეული პერსისტიული ინფექცია), ნაადრევი მშობიარობა, უნაყოფობა, in vitro განაყოფიერება, უროგენიტალური ატროფია, გაურთულებელი და გართულებული საშარდე გზების ინფექციები (ცისტიტი, პიელონეფრიტი, საშარდე გზების მორეციდივე ინფექციები).

დოზირება და მიღების წესი:

2 კაფსულა დღეში ერთხელ საუზმის დროს ან დაუყოვნებლივ საუზმის შემდეგ.
მიღების ხანგრძლივობა:
- როგორც ბაქტერიული ვაგინოზის განვითარების პროფილაქტიკური საშუალება გინეკოლოგიურ პერიოპერაციულ პერიოდში, გინეკოლოგიური პროცედურების დროს, ადგილობრივი ან სისტემური კონტრაცეპტივების გამოყენებისას, ვაგინალური სანაციის დროს, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში - 15 დღე
- ბაქტერიული ვაგინოზის, ვულვოვაგინალური კანდიდოზის, ვაგინიტების, ქლამიდიოზის, ტრიქომონიაზის, გონორეას, საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა: 1 - 3 თვე
- გენიტალური მარტივი ჰერპესვირუსული და ადამიანის პერსისტიული პაპილომავირუსული ინფექცია 3- 12 თვე
- უროგენიტალური ატროფია, ნაადრევი მშობიარობა, უნაყოფობა, in vitro განაყოფიერება: 3 თვე რეკომენდებული დოზის ცვლილება შესაძლებელია ექიმის მიერ.
გამოიყენება ქალებში 12 წლიდან.

უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, პირდაპირი სინათლისგან და სითბოს წყაროსგან დაცულ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ბიოტრექს ნუტრაცეუტიკალს
Country
Italy
Generic
Lactobacillus crispatus M247
Dose
10 მლრდ
Form
კაფსულა
Quantity
30
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat