About Product
საერთაშორისო დასახელება - Her.Centauri,Rd.Levistici,Fol.Rosmarini
გენერიული დასახელება: ასისთავა+ცისკარა+როზმარინი+ლესპედეცი+ნატრიუმის ციტრატი+კალიუმის ციტრატი
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ტრიაფარმა ილაჩი
გაცემის რეჟიმი: არარეცეპტული
რენეფრინი, შემოგარსული ტაბლეტები.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: 18 მგ ასისთავა, 18 მგ ცისკარა, 18 მგ როზმარინი, 20 მგ ბოლქვიანი ლესპედეცა, 16 მგ ნატრიუმის ციტრატი, 19 მგ კალიუმის ციტრატი.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი 27 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა 45 მგ, ლაქტოზა 20 მგ, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი 15 მგ, მაგნიუმის სტეარატი.
შემომგარსველი ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, საღებავი ”ყვითელი მზის ჩასვლა” 10 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი.
ჩვენებები: შარდის ბუშტის, თირკმლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ცისტიტი, პიელონეფრიტი) კომპლექსურ თერაპიაში; თირკმლის ქრონიკული არაინფექციური ანთებითი დაავადებები (გლომერულონეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი, მწვავე და ქრონიკული ჰიპერაზოტემიური ნეფრიტი); შარდ-კენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკა.
დოზირება და მიღების წესი: რენეფრინის ტაბლეტი მიიღება დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. მოზრდილები - 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ბავშვები 6 წლიდან - 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. დაავადების მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება 2-4 კვირის მანძილზე.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. პეპტიური წყლულის გამწვავება.
განსაკუთრებული მითითებები: რენეფრინის მიღება 6 წლამდე ასაკში მიზანშეწონილი არ არის. რენეფრინის გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის ანთებითი დაავადებები, შეშუპება გულისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამო. შარდში სისხლის აღმოჩენის, შარდის გამოყოფის დარღვევის და შარდის მწვავე შეკავების დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. რენეფრინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ლაქტოზის აუტანლობის დროს რენეფრინის მიღება არ არის რეკომენდებული. პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
გარეგნული სახე და შეფუთვა: ნარინჯისფერი შემოგარსული ტაბლეტები. #15 ტაბლეტი ბლისტერზე. 4 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
Show More
More Info
6557
Generic
herba centauri+radix levistici+folia rosmarin+lespedazae caritatae+sodium citrate+potassium citrate