ჩვენებები: შარდ-სასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ვულვიტი, ვაგინიტი); თირკმელ-კენჭოვანი დაავადება (ნეფროლიათიზი), შარდის ბუშტის კენჭები; “ნეფროზული სინდრომი”; არტერიული ჰიპერტენზია; II-III ხარისხის გულის უკმარისობა (საგულე გლიკოზიდებთან ერთად); ქოლეცისტიტი, ღვიძლის ციროზი, ასციტი, ჰელმინთური ინვაზიები.
გვერდითი მოქმედება: ჩვეულებრივ შელნეფრონი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი იდაავადება კუჭის წვენის სეკრეციის მომატების ფონზე, სისხლის შედედების მომატება.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: შელნეფრონის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (მხოლოდ II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში. განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით გამოიყენება ვარფარინთან ერთად (იზრდება სისხლდენის რისკი) და შტოშის შემცველ სხვა მედიკამენტებთან ერთად.
გამოყენების წესი და დოზირება: შელნეფრონი ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დილა-საღამოს ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა.