Uro-complex caps #15

Uro-complex caps #15

Poland

ლაბ. ოლომპი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Vaccinium macrocarpon+Equisetum+Urtica
52.6% შტოშის ექსტრაქტი ,10.9% შვიტა (მინდვრის შვიტა) , 7.3% მწვანე ჩაის ექსტრაქტი, 3.6% ჭინჭრის ექსტრაქტი, 3.6% შვრიის ექსტრაქტი.
ურო -კომპლექსი უზრუნველყოფს უროგენული ტრაქტის ნორმალურ ფუნქციონირებას ,ამცირებს პათოგენური მიკროორგანიზმების რაოდენობას საშარდე სისტემაში , იცავს მას განმეორებითი ინფექციებისაგან .
პრეპარატი შედგება ხუთი კომპონენტისგან .
ერთი კაფსულა შეიცავს:
შტოშის ექსტრაქტს 360 მგ, რომელშიც10% -ია პროანტოციანიდი (PAC)-36 მგ
შვიტას ექსტრაქტს 75 მგ
მწვანე ჩაის ექსტრაქტს 75 მგ
ჭინჭრის ექსტრაქტს 25 მგ
შვრიის ექსტრაქტს 25 მგ
პროანტოცინიდი(PAC)- ხელს უშლის პათოლოგიური ბაქტერიების გამრავლებას და ადჰეზიას უროთელიუმზე .
შტოშის ექსტრაქტი ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევა.იგი ანადგურებს პათოლოგიურ ბაქტერიებს და იცავს საშარდე სისტემას რეინფექციებისაგან .
მწვანე ჩაის ექსტრაქტი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია,კიდევ უფრო ძლიერი , ვიდრე E და C ვიტამინი. ექსტრაქტი ეხმარება ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან გათავისუფლებაში და საშარდე სისტემას ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში .
ჭინჭრის და შვიტის ექსტრაქტი ასუფთავებს საშარდე სისტემას და ეხმარება მას ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში .აქვს შარდმდენი ეფექტი ,რაც აუმჯობესებს თირკმლის ექსკრეტორულ ფუნქციას, განაპირობებს ტოქსინებისა და პათოლოგიური ბაქტერიების სწრაფ დ ადვილ გამოდევნას ორგანიზმიდან .

შვრიის ექსტრაქტი (შეიცავს 7% ფლავონოიდებს) შვიტასთან ერთად იცავს საშარდე სისტემას კრისტალების წარმოქნისგან ,აღადგენს საშარდე სისტემის ფუნქციის დარღვევით გამოწვეულ შემაწუხებელ და დისკომფორტის სიმპტომებს .აქვს დადებითი მოქმედება სისხლძარღვებზე .

ჩვენებები:
საშარდე სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
საშარდე სისტემის პრობლემებისას
საშარდე სისტემის განმეორებითი ინფექციების პროფილაქტიკისათვის
საშარდე სისტემის ინფექციების განვითარების რისკის გაზრდისას

მიღების წესი და დოზირება:
ერთი კაფსულა ერთხელ დღეში ჭამის დროს დიდი რაოდენობით წყალთან ერთად .
არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას .

გამოშვების ფორმა:
ჟელატინისებური კაფსულა # 15
შენახვის პირობები და ვადები :
ინახება მშრალ და გრილ ადგილას . არ გამოიყენოთ პროდუქტი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას .
Show More
More Info
Brand
ლაბ. ოლომპი
Country
Poland
Generic
cranberry/vaccinium/+equisetum arvense+green tea/camellia sinensis+urtica dioica+avena sativa
Form
კაფსულა
Quantity
15
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page