მიღების წესები და დოზები რეკომენდირებული დოზა-8 მგ ერთხელ, კვების დროს, დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში. კაფსულა აუცილებლად უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, სასურველია წყალთან ერთად. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის საშუალო სირთულის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი > 30 - < 50 მლ/წთ) რეკომენდირებულია მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში დაინიშნოს საწყისი დოზა 4 მგ დღეში, კარგი ინდივიდუალური ამტანობის შემთხვევაში შესაძლებელია შემდგომ დოზის 8 მგ-მდე გაზრდა.
გვერდითი მოვლენები არასასურველი რეაქციები მათი სიხშირის მიხედვით: ძალიან გავრცელებული: 10; გავრცელებული: 1/100-<1/10; ნაკლებად გავრცელებული: 1/1000-<1/100; იშვიათი: 1/10000-1/1000; სიხშირე არ არის დადგენილი(არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია გვერდითი რეაქციების სიხშირის დადგენა). ნერვული სისტემის მხრივ: გავრცელებული – თავბრუსხვევა; სიხშირე არ არის ცნობილი – სინკოპე. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გავრცელებული - ორთოსტატური ჰიპოტენზია. სასუნთქი სისტემის მხრივ: გავრცელებული – ფაღარათი; ნაკლებად გავრცელებული - გულისრევა, პირის სიმშრალე. რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ძალიან გავრცელებული - რეტროგრადული ეაკულაცია, ანეაკულაცია; ნაკლებად გავრცელებული - ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია. ინტრაოპერაციული სინდრომის მხრივ: სიხშირე არ არის დადგენილი - თვალის ფერადი გარსის არასტაბილურობის სინდრომი კატარაქტის ოპერაციის დროს.
უკუჩვენება - პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ან მათი აუტანლობა; - 18 წლამდე ასაკის ბავშვები; - თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ); - ღვიძლის მწვავე უკმარისობა (არასაკმარისი კლინიკური მონაცემები). სიფრთხილით გამოიყენება: თირკმლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30-50მლ/წთ).
ორსულობა და ლაქტაცია სილოდოზინი ინიშნება მხოლოდ მამაკაცებში.