Valerianae rhizoma cum radicibus 50gr
Valerianae rhizoma cum radicibus 50gr

Valerianae rhizoma cum radicibus 50gr

Georgia

იმედი
About Product
კატაბალახას ფესვები და ფესურები

შემადგენლობა: კატაბალახას ფესურა ფესვებით შეიცავს ეთეროვან ზეთებს, მათ შორის მთავარია ბორნეოლისა და იზოვალერიანის მჟავას რთული ეთერი, თავისუფალი ვალერიანის მჟავა, შეიცავს ალკალოიდებს, მთრიმლავი ნივთიერებებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის დამამშვიდებელი საშუალება.

ჩვენებები: გამოიყენება მომატებული ნერვული აგზნების, უძილობის, შაკიკის, ისტერიის, გულსისხლძარღვთა ნევროზების დროს, ასევე კუჭისა და ნაწლავების სპასტიკური მდგომარეობისას.

დოზირება და მიღების წესი: 1 ჩაის კოვზ ნედლეულს ემალირებულ ჭურჭელში უნდა დაესხას 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაეხუროს თავსახური და გაცხელდეს მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ უნდა გაცივდეს ოთახის ტემპერატურაზე, გაიფილტროს და დარჩენილი მასა გაიწუროს. მიღებულ ნაყენს უნდა დაემატოს ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. მიიღება 2-3 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოიწვიოს მოდუნება, განსაკუთრებით, მაღალი დოზებით მიღებისას; ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს შეკრულობას, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს ალერგია.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ, 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აძლიერებს საძილე და სხვა ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებების ეფექტს.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება დასაშვებია.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: ხანგრძლივი გამოყენებისას დიდ დოზებში შესაძლებელია დააქვეითოს ფსიქომოტორული რეაქციები და ამის გამო სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია პრეპარატის დამამშვიდებელი ეფექტის გაძლიერება. მკურნალობა სიმპტომურია.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 50 გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”. საქართველო.
Show More
More Info
Brand
იმედი
Country
Georgia
Generic
valerianae
Form
მცენარეული ნედლეული
Quantity
1
Volume
50გრ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page