About Product
შეიცავს ვალერიანის და იზოვალერიანის მჟავებს,
ბორნეოლს, მირტენოლს, ალკალოიდებს: ვალერიანს, ხოტინინს და სხვა; სედაციური
მოქმედების ნივთიერებებს-ვალეპოტრიატებს.
აღწერა: ყვითელი შეფერილობის გარსით დაფარული ტაბლეტები;
შემადგენლობა: გ/ტბ.
აქტიური ინგრედიენტი:
კატაბალახას სქელი ექსტრაქტი 0,02გ;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, სახამებელი, გლუკოზა, კალციუმის
სტეარატი, ტალკი, შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, ქინოლინ ყვითელი, ტიტანის
ორჟანგი, აეროსილი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის
აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე
პრეპარატების მოქმედებას.
ჩვენებები: ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის
მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები.
გვერდითი მოვლენები: სისუსტე, მოდუნება, (განსაკუთრებით დიდი დოზებით
მიღებისას), ალერგიული რეაქციები;
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ყაბზობა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების
მიმართ.
სხვა პრეპრატებთან ურთიერთქმედება: აძლიერებს საძილე, სედაციური და
სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.
სიფრთხილის ზომები:
პრეპარატის მაღალი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია
ფსიქომოტრული რეაქციების შეცირება, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება პერორალურად: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
შენახვა: ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა: #50 შემოგარსული ტაბლეტი მინის ფლაკონებში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ყურადღება: ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერების
შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
გაცემის წესი: ფრამაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა ურეცეპტოდ.
Show More