/images/logo_en.svg
Camelyn-M1 35% oral solution 2ml #10
Camelyn-M1 35% oral solution  2ml #10

Camelyn-M1 35% oral solution 2ml #10

Georgia

კამელინი

About Product
კამელინი M1
შემადგენლობა: „კამელინი- M“ ლიოფილიზატი - 0,07 გ, პროპილენგლიკოლი - 0,6 გ, საინექციო წყალი -1,33 გ.
„ კამელინი – M1“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, კეტონები.


ჩვენება: გამოიყენება როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის დროს, როგორც დამხმარე საშუალება ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული ინფექციების, სოკოვანი ინფექციების, უროლოგიური დაავადებების (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეტრიტი), სიმსივნური დაავადებების მკურნალობის დროს ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების თვალსაზრისით, ოსტეოართრიტის, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული პერიოდის, ტრავმების და ტუბერკულოზური პლევრიტის დროს.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის 2,0 მლ კეთდება ინტრამუსკულარულად დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. „კამელინი -M1„ შეგვყავს ღრმად დუნდულო კუნთში ნელი ტემპით, წყვეტილად, 20 –25 წამიანი ინტერვალებით ცალკეულ ულუფებს შორის. მკურნალობის კურსი ოცი დღე. კურსებს შორის შესვენება რვა დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–დან 5 თვემდე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელება.

გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

ჭარბი დოზირება: პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

საფრთხე ავტომანქანის მართვის ან დანადგარებთან მუშაობისას: პრეპარატის მიღება სიფრთხილეს არ მოითხოვს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: „კამელინი-M1“ თავსებადია ყველა სამკურნალწამლო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.


შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
Show More
More Info
Brand
კამელინი
Country
Georgia
Generic
camelinum
Dose
35%
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
10
Volume
2მლ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat