Geral tab 500mg #10

Geral tab 500mg #10

Georgia

ჯი-ემ-პი
About Product
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი (გარსით დაფარული) შეიცავს აქტიური ნივთიერების – ორნიდაზოლის 500 მგ-ს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიპროტოზოული პრეპარატი ანტიმიკრობული აქტივობით. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ორნიდაზოლისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმების დნმ-ის სტრუქტურის დარღვევასთან. ორნიდაზოლი მიკრობის უჯრედში შეღწევის შემდეგ უკავშირდება მის დნმ-ს, აინჰიბირებს ნუკლეინის მჟავების სინთეზს, რაც საბოლოოდ ბაქტერიის კვდომას იწვევს.
ორნიდაზოლისადმი მგრძნობიარეა: Trichomonas vaginalis, Gardnerella vaginalis, Giardia intestinalis, Entamoeba histolytica; ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides spp. (მათ შორის Bacteroides fragilis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides vulgatus), Fusobacterium spp., Veillonela spp., Prevotella spp. (Prevotella bivia, Prevotella buccae, Prevotella disiens); გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Eubacterium spp., Clostridium spp.
პრეპარატისადმი მდგრადია აერობული მიკროორგანიზმები.
ორნიდაზოლი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია მიღებიდან 1-3 საათში მიიღწევა. პლაზმის ცილებს უკავშირდება 15%. გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. მეტაბოლიზდება ღვიძლში და მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდით (60-70%) და ფეკალური მასებით (20-25%), ხოლო მიღებული პრეპარატის დაახლოებით 5% შეუცვლელი სახით გამოიდევნება. T1/2 - 13 საათია.

ჩვენებები
- ტრიქომონიაზი;
- ამებიაზი, ამებური დიზენტერია, არანაწლავური ამებიაზი (მათ შორის ღვიძლის ამებური აბსცესი);
- ლამბლიოზი;
- გინეკოლოგიური და მსხვილი ნაწლავის ოპერაციის შემდგომი ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები
გერალი მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ.
ტრიქომონიაზის დროს მოზრდილებში ინიშნება 500 მგ (1 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. განმეორებითი დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით მკურნალობის იგივე კურსი უტარდება პაციენტის სქესობრივ პარტნიორს. ბავშვებში დღიური დოზა შეადგენს 25 მგ/კგ სხეულის წონაზე და ინიშნება ერთ მიღებაზე.უკუჩვენება
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- ცნს-ის ორგანული დაავადებები;
- ორსულობის I ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრსა და ლაქტაციის პერიოდში.
Show More
More Info
Brand
ჯი-ემ-პი
Country
Georgia
Generic
ornidazole
Dose
500მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page