Orniflox tab 500mg+500mg #10
Orniflox tab 500mg+500mg #10

Orniflox tab 500mg+500mg #10

Turkey

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
საერთაშორისო დასახელება - ciprofloxacin, ornidazole

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები პროტოზოების საწინააღმდეგო საშუალებები → ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები → სისტემური გამოყენებისათვის

რა არის ორნიფლოქსი და რისთვის გამოიყენება
ორნიფლოქსი კომბინირებული ანტიმიკრებული და ანტიპროტოზოული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტებით.
ღია ყვითელი ფერის, კაფსულის ფორმის ტაბლეტები გრავირებით “ORCP” ერთ მხარეს და ნაჭდევით მეორე მხარეს.ჟ წარმოდგენილია ბლისტერის შეფუთვით, რომელიც შეიცავს 10, 20 ან 30 ტაბლეტს.
ორნიფლოქსი შეიცავს 500 მგ ციპროფლოქსაცინს და 500 მგ ორნიდაზოლს აქტიური ინგრედიენტების სახით.
ორნიფლოქსის მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად
ორნიფლოქსი მიიღება ორალურად(შიგნით) ჭამამდე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ, დაუღეჭავად.
მკურნალონის დროს და მისი დასრულებიდან მინიმუმ 3 დღის განმავლობაში ნუ მიიღებთ ალკოჰოლს.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ მიიღოთ ორნიფლოქსი ორსულობის პერიოდში.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობის პერიოდში დაორსულების თაობაზე.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატის მიღების საჭიროების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ორნიფლოქსის აქტიური ნივთიერებები გამოიყოფა დედის რძეში, განსაკუთრებით ციპროფლოქსაცინი, ამიტომ დაუშვებელია მისი მიღება ძუძუთი კვების პერიოდში, მყესების დაზიანების საშიშროების არსებობის გამო.

ორნიფლოქსის მიღების წესი
მიღების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე
ორნიფლოქსი მიიღება ჭამამდე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ, დაუღეჭავად.
მკურნალობის კურსი შეადგენს 1 ტაბლეტს 2-ჯერ დღეში, მწვავე ინფექციის დროს 5-7 დღის, ქრონიკული მორეციდივე ინფექციის დროს კი - 10-14 დღის განმავლობაში.
პრეპარატის მიღება გრძელდება დაავადების სიმპტომების გაქრობიდან კიდევ 2 დღის განმავლობაში.
მიღების წესი და გზა
ტაბლეტები მიიღება პერორალურად, ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ორნიფლოქსის ფონზე შესაძლოა გვერდითი ეფექტეჟბის განვითარება, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.
სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
Turkey
Generic
ornidazole+ciprofloxacine
Dose
500მგ+500მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page