შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი (გამყოფი ხაზით) შეიცავს აქტიური ნივთიერების სახით 15 მგ დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ცელულოზა მიკროკრისტალური, ნატრიუმის ციტრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტები: 15 მგ. მრგვალი, ორმაგად ამობურცული ტაბლეტი, ჭრილით ერთ მხარეს, ფერმკრთალი-ყვითელი ან ფერმკრთალი-ყვითელი სუსტი მომწვანო ფერის, დასაშვებია მოთეთრო და მსუბუქი ხორკლიანობა.
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ATX კოდი: M01AC06
ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა: მელოქსიკამი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია ციკლოოქსიგენაზა-2 (ცოგ-2) ფერმენტატული აქტივობის ბლოკირებით, რომელიც მონაწილეობს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზში ანთების კერაში. მელოქსიკამი ნაკლებად მოქმედებს ციკლოოქსიგენაზა-1 (ცოგ-1), რომელიც მონაწილეობს პროსტაგლანდინის სინთეზში, რომელიც იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს და მონაწილეობას ღებულობს თირკმლებში სისხლის მიმოქცევისგამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი გამოიყენება საკვების მიღების დროს ერთხელ დღეში. უკუჩვენება, ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი; - 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.