საერთაშორისო დასახელება - Meloxicamum შემადგენლობა: ყოველი ამპულა შეიცავს 15მგ აქტიურ ნივთიერება მელოქსიკამს.
ჩვენება: მელოქსიკამის საინექციო ფორმა გამოიყენება ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების დროს.
დოზირება: მელოქსიკამის ამპულისთვის რეკომენდებული დღიური დოზა 15 მგ. (1 ამპულა). გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით გამოყენებისას, რეკომენდებული დოზაა 7,5 მგ. თირკმლის მძიმე უკმარისობისას დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის დღიური დოზა 7,5 მგ.-ზე მეტი არ უნდა იყოს. მელოქსიკამის ამპულა 2 ან 3 დღის ვადით უნდა იქნეს გამოყენებული და,საჭიროების შემთხვევაში საჭიროების შემთხვევაში, პაციენტი უნდა იქნეს გადაყვანილი ორალური ფორმებზე. მელოქსიკამის ამპულა უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ 18 წელზე ზევით პირებისთვის.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ჯვარედინი რეაქციების განვითარება; ანამნეზში-ბრონქული ასთმა, ცხვირის ლორწოვანი გარსის პოლინოზები, ანგიონევროზული შეშუპება, ურტიკარია, აქტიური პეპტიური წყლული .
გვერდითი ეფექტები: ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ეხებათ იმ პაციენტებს,რომლებიც ღებულობდნენ მელოქსიკამს 15მგ დღის განმავლობაში 6 თვის ხანგრძლივობით: გასტროინტესტინური: მუცლის ტკივილი , ყაბზობა , ფაღარათი , დისპეპსია, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება . ზოგადად სხეული: შეშუპება , ტკივილი . ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა , თავის ტკივილი . ჰემატოლოგოიური : ანემია . ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა : ართრალგია , ზურგის ტკივილი . ფსიქიატრიული : დარღვეული ძილის რეჟიმი . სასუნთქი სისტემა : ხველა , ზედა სასუნთქი გზების ინფექციები . კანი . საშარდე სისტემა: გახშირებული შარდვა , ინფექციები .