Artron A 1500mg powder for oral solution sachet N20
Bulgaria
ფორტექსი
GEL
in stock
new
39.6₾
About Product
დასახელება - ართრონი A 1500მგ #20პაკ
გამოყენება : ართრონი A შეიცავს გლუკოზამინის სულფატს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების სახელწოდებით ცნობილ ჯგუფს.
ართრონი A ოსტეოართრიტის დროს გამოიყენება ტკივილის სიმპტომების სამკურნალოდ და სახსრებში მოძრაობის შესამსუბუქებლად.შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თუ გრძნობთ გაუარესებას მკურნალობის დაწყებიდან 30–60 დღის შემდეგ.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები - ართრონი A–ს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ: - გაწუხებთ ასთმა; გლუკოზამინის დაწყებისას უნდა იცოდეთ სიმპტომების შესაძლო გაუარესების შესახებ. - გაქვთ დარღვეული გლუკოზის ამტანობა (პრე–დიაბეტური მდგომარეობა). ამ შემთხვევაში სისხლში შაქრის შემცველობის უფრო საფუძვლიანი მონიტორინგი იქნება საჭირო მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის ბოლოს. - გაქვთ ღვიძლის ან /და თირკმელების მხრივ სერიოზული პრობლემები. დოზირება: მოზრდილები და ხანდაზმული ასაკის პაციენტები: რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 პაკეტს (1500 მგ გლუკოზამინის სულფატი) დღიურად, სასურველია ჭამის დროს. გახსენით ერთი პაკეტის შიგთავსი ერთ ჭიქა წყალში და დალიეთ.
გლუკოზამინი არ არის განკუთვნილი მწვავე ტკივილის სიმპტომების სამკურნალოდ. სიმპტომების შემსუბუქება (განსაკუთრებით ტკივილის შეგრძნებების შემცირება) შეიძლება მოხდეს მხოლოდ მკურნალობის რამდენიმე კვირის შემდეგ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო ხანგრძლივი დროის შემდეგ. თუ მიღებიდან 2-3 თვის შემდეგ არ მოხდა სიმპტომების შემსუბუქება, აუცილებელია მკურნალობის გადახედვა.
შენახვა: შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე ან პაკეტზე. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.