Avetex liofizilate for solution inection 20mg/2ml i/m. i/v #1
Avetex liofizilate for solution inection 20mg/2ml i/m. i/v #1

Avetex liofizilate for solution inection 20mg/2ml i/m. i/v #1

Georgia

ავერსი-რაციონალი
About Product
შემადგენლობა: ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, შეიცავს: ტენოქსიკამს-20მგ; დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ტრომეტამოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი. ერთი ამპულა შეიცავს: საინექციო წყალს-2მლ.

ჩვენება: ანთების და ტკივილის შემსუბუქება ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის დროს; საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მწვავე ანთებითი დაავადებების, ტრავმების, დაჭიმულობის და რბილი ქსოვილების სხვა დაზიანებების მოკლევადიანი მკურნალობა.

უკუჩვენება: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების, აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისადმი მომატებული მგრძნობელობა; მომატებული მგრძნობელობა სალიცილატების, იბუპროფენისა და ასპირინისადმი, რომელსაც თან ახლავს ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება; აქტიური ან ანამნეზში რეციდიული პეპტიური წყლული-სისხლდენა, მელენა, სისხლიანი ღებინება, ასას-ის მიღებით გამოწვეული პერფორაცია, მძიმე ფორმის გასტრიტი; ღვიძლის და თირკმელების ფუნქციების გამოხატული დარღვევები; შაქრიანი დიაბეტი; არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი; ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა, ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაკტოზის მალაბსორბცია; ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.
მიღების წესი და დოზირება: ავეტექსის ტაბლეტები მიიღება შიგნით. სასურველია მიღება ჭამის დროს ან საკვების მიღების შემდეგ. პრეპარატი ინიშნება 20მგ ერთხელ დღეში ერთსა და იმავე დროს. არ არის სასურველი უფრო მაღალი დოზების გამოყენება, რადგან მნიშვნელოვანი კლინიკური ეფექტი არ შეინიშნება და ამასთან მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. ჩვეულებრივ პრეპარატი მიიღება არა უმეტეს 7 დღისა, მაგრამ მძიმე შემთხვევებში მიღება შესაძლოა გაგრძელდეს 14 დღემდე. ავეტექსის ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად განკუთვნილია ინტრამუსკულური ან ინტრავენური შეყვანისთვის. დოზა შეადგენს 20მგ-ს ერთხელ დღეში. შემანარჩუნებელი დოზაა 10მგ დღე-ღამეში. გამოხატული ტკივილის სინდრომის დროს დოზის გაზრდა შესაძლებელია 40მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ. გამოყენებამდე ლიოფილიზატი უნდა გაიხსნას 2მლ გამხსნელში (სტერილური საინექციოწყალი 2მლ). ხსნარი გამოყენებული უნდა იქნეს დამზადებისთანავე. არ არის სასურველი უფრო მაღალი დოზების გამოყენება, რადგან მნიშვნელოვანი კლინიკური ეფექტი არ შეინიშნება და ამასთან მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ხანდაზმული პაციენტები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (ასას) გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნეს მიღებული მინიმალური ეფექტური დოზა მაქსიმალურად მოკლე დროში.
ასას-ით მკურნალობისას აუცილებელია დაკვირვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის სიმპტომების ადრეული გამოვლენის მიზნით.
ბავშვები: ავეტექსის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებში საკმარისი რაოდენობის მონაცემების არარსებობის გამო.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტკივილი და დისკომფორტი ეპიგასტრიუმის და მუცლის არეში, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, შეკრულობა, საჭმლის მონელების დარღვევა, სტომატიტი, ანორექსია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოთა პერფორაცია, წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, პირის ღრუს დაწყლულება, გასტრიტი, პირის სიმშრალე, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.შენახვის წესი: ფლაკონი გამხსნელით: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
Georgia
Generic
tenoxicam
Dose
20მგ
Form
ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი+გამხსნელი 2მლ
Quantity
1
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page