შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4მგ თიოკოლხიკოზიდს.
ჩვენებები: თიოზიდი ნაჩვენებია კუნთების მტკივნეული სპაზმების სიმპტომატური მკურნალობისთვის.
უკუჩვენებები: პერიფერული დამბლა და კუნთების ჰიპოტონია; მომატებული მგრძნობელობა თიოკოლხიკოზიდის ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; სისხლდენის პრობლემების მქონე პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულაციურ საშუალებებს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი. დოზირება და მიღების წესი: რეკომენდებული საწყისი დღიური დოზაა 16მგ გაყოფილი 2 დოზად, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული ექიმის მიერ. თერაპიის ხანგრძლივობაა 5-7 დღე. თიოზიდი გამოიყენება მხოლოდ შითნიგ (პერორალურად). მისი მიღება უნდა მოხდეს ჭამის შემდეგ. მიღების შემდეგ თუ განვითარდება დიარეა, საჭიროა დოზის შესაბამისად შემცირება. არ არის რეკომენდებული 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას