Ostalon tab 70mg #4

Ostalon tab 70mg #4

Poland

გედეონ რიხტერი პოლსკა
About Product
საერთაშორისო დასახელება - alendronic acid

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები → ძვლის რეზორბციის ინჰიბიტორები → ქალებში ოსტეოპორის დროს პოსტმენოპაუზაში

მიღების ჩვენება
ოსტეოპორიზის მკურნალობა პოსტმენოპაუზაში. ალენდრონის მჟავა აქვეითებს მალების და ბარძაყის ძვლების მოტეხილობების რისკს.

დოზირების რეჟიმი და მიღების მეთოდი
შიგნით, 1-ჯერ კვირაში. რეკომენდებული დოზა შეადგენს პრეპარატ ალენდრონის მჟავა 70მგ 1 ტაბლეტს კვირაში, პერორალურად.

რეკომენდაციები ალენდრონატის ადექვატური აბსორბციისთვის:
პრეპარატი უნდა მიიღოთ ცარიელ (,,მშიერ”) კუჭზე როგორც მინიმუმ 30 წუთით ადრე საკვების, სასმელის ან მედიკამენტების მიღებამდე, უნდა დააყოლოთ ჩვეულებრივი წყალი. სხვა სასმელების მიღება (მათ შორის მინერალური წყალი, როგორც აირიანი ასევე აირის გარეშე), საკვების ან მედიკამენტების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ალენდრონატის შეწოვა

პირის ღრუს და საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანების შესაძლებლობის შესამცირებლად პრეპარატის მიღებისას უნდა დაიცვათ შემდეგი ინსტრუქციები:
- პრეპარატის უნდა მიიღოთ დილით გაღვიძების შემდეგ, დააყოლოთ ერთი ჭიქა წყალი (არანაკლებ 200მლ).
- არ შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა ან პირში შეყოვნება დაშლამდე.
- თავი შეიკავეთ საკვების, სასმელის ან სხვა პრეპარატის მიღებისგან 30 წუთის განმავლობაში პრეპარატის მიღებიდან.
- პრეპარატის მიღებიდან როგორც მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ ჰორიზონტალური მდგომარეობა.
- პრეპარატი არ უნდა მიიღოთ ძილის წინ ან დილით, ლოგინიდან ადგომამდე.

პაციენტებმა უნდა მიიღონ კალციუმის დამატებითი პრეპარატები და ვიტამინი D, საკვებით მათი არასაკმარისი მიღების შემთხვევაში

გამოყენება ხანდაზმულებში: დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება თირკმლის უკმარისობისას: გორგლოვანი ფილტრაციისას 35მლ/წთ-ზე მეტი, დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებში გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარით 35მლ/წთ-ზე ნაკლები პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის, ამ კატეგორიის პაციენტებში ალენდრონატის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო.

გამოყენება ბავშვებში (15 წელზე უმცროსი ასაკის): პრეპარატი გამოიყენებოდა 18 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვების მცირე ჯგუფში, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ ოსტეოგენეზი კლინიკური კვლევის ფარგლებში. პრეპარატის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოების დასაზუსტებლად, შედეგები არასაკმარისია.
გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული ოსტეოპოროზისას ალენდრონატის ეფექტი შესწავლილი არ არის.

უკუჩვენება
- საყლაპავის ანომალიები და სხვა მდგომარეობები, როლებიც იწვევს საყლაპავიდან ევაკუაციის გაძნელებას (სტრიქტურა, ახალაზია).
- ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური კომპონენტის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- ჰიპოკალციემია.
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი პოლსკა
Country
Poland
Generic
alendronic acid
Dose
70მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
4
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page