About Product
სოლგარი
გლუკოზამინი, ჰიალურონის მჟავა, ქონდროიტინი, მეთილსულფონილმეთანი(მსმ)
მოქნილობის, მობილურობის, მოძრაობის დიაპაზონის გაზრდა.
თავისუფალი მოზრაობის ფორმულა აქტიური ცხოვრების წესისთვის
რატომ სოლგარის ქონდროპროტექტორი?
სოლგარის მაღალტექნოლოგიური სრულყოფილი ფორმულა შეიცავს:
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი 1500მგ,
ქონდროიტინის სულფატი 1200მგ,
მეთილსულფონილმეთანი 1500მგ,
ბიოუჯრედოვანი კოლაგენი 300მგ უზრუნველყოფილი - ჰიდროლიზებული ტიპის კოლაგენით 180 მგ, ქონდროიტინის სულფატით 48 მგ, ჰიალურონის მჟავით 30 მგ
გლუკოზამინის სულფატი - პოლისაქარიდია, რომელიც ასტიმულირებს პროტეოგლიკანის და ჰიალურონის მჟავის წარმოქმნას. აუცილებელია ხრტილის, იოგების, მყესების და სინოვიალური სითხის ფორმირებისთვის. მოქმედებს ხრტილის ჰიდრატაციაზე და აუმჯობესებს სახსრის მექანიკურ და ელასტიურ თვისებებს.
ქონდროიტინის სულფატი - გლიკოზამინების კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, მდგრადობას, მოქნილობასა და დრეკადობას. აჩქარებს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას.
მეთილსულფონილმეთანი(მსმ) - გოგირდის შემცველი ორგანული ნაერთია, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის ბოჭკოვანი სტრუქტურის წარმოქმნაში. უზრუნველყოფს ძვლისა და ხრტილის ქსოვილის სწორ ფორმირებასა და აღდგენას. აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
კოლაგენი - წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის(ხრტილი,ძვალი,მყესები, იოგები, კანი) მთავარ სტრუქტურულ პროტეინს. იგი პასუხისმგებელია უჯრედების შეკავშირებასა და ორგანიზმის მექანიკურ ფუნქციებზე.
ჩვენება:
ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი;
მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
ოსტეოქონდროზი;
კოქსართროზი;
სპონდილიტი;
სპონდილოზი;
ოსტეოპოროზი, პაროდონტოპათია;
ტრავმისა და მოტეხილობის შემდგომი პერიოდი;
სპორტი და ფიზიკური აქტივობა
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: #60 ტაბლეტი
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი 1500მგ,
ქონდროიტინის სულფატი 1200მგ,
მეთილსულფონილმეთანი 1500მგ,
ბიოუჯრედოვანი კოლაგენი 300მგ უზრუნველყოფილი - ჰიდროლიზებული ტიპის კოლაგენით 180 მგ, ქონდროიტინის სულფატით 48 მგ, ჰიალურონის მჟავით 30 მგ
დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა,
სილიკოგელი, მცენარეული სტეარინის მჟავა,მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული გლიცერინი,ტიტანის დიოქსიდი.
არ შეიცავს: წებოვანას, სახამებელს, რძის პროდუქტებს,სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს
დოზირება: 1 ტაბლეტი დღეში 2 ჯერ საკვებთან ერთად.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
Show More
More Info
37219
Country
United States of America
Generic
glucosamine+chondroitine+MSM/methylsulfonilmethan/+hyaluronic acid