Uniflex-Dual amp #3+3

Uniflex-Dual amp #3+3

Georgia

ბიოპოლუსი
About Product
საერთაშორისო დასახელება - phenylbutazone, dexamethasone, cyanocobalamin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდები → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები ინექციებისათვის
შემადგენლობა :
ამპულა „A” შეიცავს:
დექსამეტაზონი - 3,32 მგ,
ფენილბუტაზონი - 375,0 მგ,
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - 4,00 მგ,
ნატრიუმის ჰიდროქსიდი - 49,08 მგ,
ნატრიუმის ძმარმჟავა სალიცილამიდი - 150,0 მგ,
საინიექციო წყალი - 1675,92 მგ.
ამპულა „ B” შეიცავს:
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) - 2,50 მგ,
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - 2,0 მგ,
საინიექციო წყალი - 996,5 მგ.

ჩვენებები:
მწვავე დაავადებების ხანმოკლე მკურნალობა:
• სახსრების სინდრომი რევმატიული ართრიტის, ოსტეოართროზის, პოდაგრის დროს.
• ნევრიტი, ნევრალგია, რადიკულიტი (მათ შორის ხერხემლის რეგენერაციული დაავადების დროს) და სხვა.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება 1 ინიექცია დღე-ღამეში ყოველ დღეს ან ყოველ მეორე დღეს, არა უმეტეს კვირაში 3 ინიექციისა. მკურნალობის განმეორებითი კურსების ჩატარების დროს ინტერვალი მათ შორის უნდა იყოს არა ნაკლებ 2 კვირისა. ინიექციას აკეთებენ ღრმად კუნთებში, ნელა. პაციენტი უნდა იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. შპრიცით იღებენ ჯერ „A” ხსნარს, ხოლო შემდეგ „ B” ხსნარს. ხსნარის ტემპერატურა ახლოს უნდა იყოს სხეულის ტემპერატურასთან.

გვერდითი მოვლენები:
თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, იშვიათად - ფსიქოზი, მხედველობის, სმენისა და მადის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტონია, ორთოსტატიკური კოლაპსი, ლეიკოპენია, თრომბოემბოლია, სასუნთქი გზების შევიწროება, ანურია, იშვიათად - ლოკალური ტკივილი ინიექციის არეში, მიკოზი, ციებ-ცხელება.

უკუჩვენება:
მწვავე გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; გლაუკომა; შეგრენის სინდრომი; წითელი მგლურა; პანკრეატიტი; ქრონიკული ართრიტი; ბაქტერიული ინფექციები; თრომბოემბოლია. ორსულობა და ლაქტაცია. ბავშვები 14 წლამდე, ხანდაზმული ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს თირკმელების ფუნქციის დარღვევით, შაქრიანი დიაბეტით, ტუბერკულოზით, ეპილეფსიით, ფსიქიური დაავადებებით, ბრონქიალური ასთმით, ქრონიკული ბაქტერიული ინფექციებით, არტერიული ჰიპერტენზიით ან ჰიპოტენზიით, თრომბოემბოლიით.
მკურნალობის კურსის დაწყების წინ საჭიროა პაციენტის საგულდაგულოდ შემოწმება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების გამორიცხვის მიზნით.
აუცილებელია ინიექციები გაკეთდეს ღრმად, სხვადასხვა ადგილზე და სტერილურ პირობებში.
Show More
More Info
Brand
ბიოპოლუსი
Country
Georgia
Generic
dexamethasone+cyancobalamin+Phenylbutazone+sodium acetic salycilamid+lidocaine
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
3
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page