Alzepil tab 10mg #28

Alzepil tab 10mg #28

Hungary

ეგისი
About Product
შემადგენლობა: შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: დონეპეზილის ჰიდროქლორიდი 5 ან 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი
პრეჟელატინიზებული, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა.
გარსის შემადგენლობა: ოპადრა ყვითელი 02F22025 (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 6000, რკინის
ყვითელი ოქსიდი, ტალკი).

გამოყენების ჩვენებები: მსუბუქი ან ზომიერად მძიმე ალცჰაიმერული ტიპის დემენციის მკურნალობა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა დონეპეზილის, პიპერიდინის წარმოებულების ან პრეპარატის დამხმარე
საშუალებების მიმართ; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; 18 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დონეპეზილი და ან მისი მეტაბოლიზმის პროდუქტები არ
აინჰიბირებენ თეოფილინის, ვარფარინის, ციმეტიდინის, დიგოქსინის, თიორიდაზინის, რისპერიდონისა და სერტრალინის მეტაბოლიზმს. კეტოკონაზოლი და ქინიდინი თრგუნავენ დონეპეზილის მეტაბოლიზმს. იტრაკონაზოლი და
ერითრომიცინი და CYP2D6-ის ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუოქსეტინი, აინჰიბირებენ დონეპეზილის მეტაბოლიზმს. ალზამედის ერთდროული გამოყენება გავლენას არ ახდენს კეტოკონაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე. რიფამპიცინმა,
ფენიტოინმა, კარბამაზეპინმა და ეთანოლმა შეიძლება გამოიწვიონ დონეპეზილის დონეების შემცირება. ალზამედმა
შეიძლება გავლენა მოახდინოს ანტიქოლინერგიული აქტივობის მქონე პრეპარატების მოქმედებაზე. გარდა ამისა,
ერთდროული გამოყენებისას დონეპეზილმა შეიძლება გააძლიეროს სუკცინილქოლინის, სხვა მიორელაქსანტების ან
ქოლინერგიული რეცეპტორების აგონისტების და გულის გამტარობაზე მოქმედი ბეტაბლოკატორების მოქმედება, თუმცა
in vitro გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი ახდენს მინიმალურ მოქმედებას სუკცინილქოლინის
ჰიდროლიზზე. ალზამედთან ერთად სხვა ქოლინომიმეტიკების და მეოთხეული ანტიქოლინერგიული პრეპარატების
გამოყენებისას, როგორიცაა გლიკოპიროლატი, აღწერილია არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვების სიხშირის ატიპური ცვლილებების შემთხვევები.
Show More
More Info
Brand
ეგისი
Country
Hungary
Generic
donepezil
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page