Arkofluid oral sol 10ml amp #20
Arkofluid oral sol 10ml amp #20

Arkofluid oral sol 10ml amp #20

France

არკოფარმა
About Product
შემადგენლობა: ორგანული გინკო ბილობას (Ginkgo Biloba) ფოთლების ექსტრაქტი, ორგანული ლიმონის წვენი (Citrus Limon). 1 ამპულა შეიცავს: გინკოს ფოთლების ექსტრაქტი-9,9გ.

ჩვენებები: სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათიები (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმული ასაკი), რასაც თან ახლავს ყურადღების და მეხსიერების დაქვეითება, ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუარესება, შიში, შფოთვა, ძილის დარღვევა; პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევები (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი; ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია), ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია; დიაბეტური რეტინოპათია.

მიღების წესი და დოზირება: გამოიყენება 12 წლის ასაკიდან. 1 ამპულა დღეში, ჭამის დროს, დასალევად. გამოყენების წინ ამპულა უნდა შეანჯღრიონ. პროდუქტის ნატურალური შემადგენლობის გამო შესაძლებელია მცირე ნალექის არსებობა, რომელიც არ ახდენს გავლენას მის ხარისხზე. ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით უნდა მოატეხონ ამპულას ერთი ბოლო ჭიქის გვერდით, რათა მინის ნამსხვრევი არ მოხვდეს ჭიქაში. უნდან გადმოატრიალონ ამპულა და მოტეხილი ბოლო მოათავსონ ჭიქის თავზე. მოატეხონ ამპულის მეორე ბოლო ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით. დაელოდონ, რათა ამპულის შიგთავსი მთლიანად მოთავსდეს ჭიქაში. დაამატონ ნახევარი ჭიქა წყალი ან ხილის წვენი (125მლ).

განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას პრეპარატი მიიღება ექიმის რჩევის გათვალისწინებით. საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს სრულფასოვანი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში არ არის რეკომენდებული.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 10მლ x 20 ამპულა შეფუთვაში.

მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: მობ.: 599 09 09 09 f.: ARKOPHARMA.GEORGIA
Show More
More Info
Brand
არკოფარმა
Country
France
Generic
ginkgo biloba
Dose
10მლ
Form
ხსნარი ორალური
Packing
ამპულა
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page