ჩვენებები: თავის ტვინის ფუნქციების სისხლძარღვოვანი წარმოშობის დარღვევები; ცერებროვასკულური უკმარისობა და დისცირკულატორული ენცეფალოპათია; ქალა-ტვინის ტრავმა და ინსულტის კომპლექსური თერაპია; ალკოჰოლური ენცეფალოპათია და ალკოჰოლური პოლინევრიტი; მდგომარეობები, რომელთაც თან ახლავს ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების, მეტყველების დარღვევები; ენდოგენური დეპრესია ასთენო ჰიპოქონდრიული სიმპტომებით; ფუნქციონალური ასთენია; გონებრივი განვითარების შეფერხება, ცერებრული დამბლა; ნეიროპათიური მდგომარეობები თანმხლები ნერვოზულობით, ძილის დარღვევებით, გულისცემის შეგრძენებით, სპაზმებით, კუნთებში ტკივილით და დაღლილობით; ეპილეფსიის მკურნალობა ანტიკონვულსანტებთან კომბინაციაში, თანმხლები ფსიქიკური პროცესების და კოგნიტური ფუნქციების შეფერხების დროს.
გამოყენების წესი და დოზები: საშუალო სიმძიმის პთოლოგიების დროს ინიშნება 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში, მძიმე პათოლოგიების დროს 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა 1-3 თვე.
გვერდითი მოქმედება: იშვიათ შემთხევვაში შესაძლოა განვითარდეს დისპეფსიური ჩივილები, თავბრუსხვევა, უძილობა და ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები: :მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 6 წლამდე ასაკის ბავშვები (კაფსულის გადაყლაპვასთან დაკავშირებული სირთულის გამო); ორსულობა და ლქატაციის პერიოდი.
წამლისმიერი ურთიერთქმედება: ბენზოდიაზეპინის წარმოებულებთან, ანტიკონვულსანტებთან, სედაციურ-ჰიპოტონურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, შესაძლოა გააძლიეროს მათი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. შესაძლოა გააძლიეროს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება. ფოსფორის მარილებთან და კალციუმთან ერთდროული გამოყენებისას ყოვნდება მაგნიუმის აბსორბცია.
გამოშვების ფორა: ბილტერში 15 კაფსულა. 2 ბილსტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება 25C-მდე მშრალ სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი: TRIAPHARMA ILAC SANAYI TICARET ANONIM SIKRETI, თურქეთი.