ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიოქსიდანტური საშუალება. ჩვენება: • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა; • ქალა-ტვინის ტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმის შედეგები; • დისცირკულატორული ენცეფალოპათია; • ვეგეტატიური დისტონიის სინდრომი; • ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიტიური დარღვევები; • შფოთვა ნევროტული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობების დროს; • გულის იშემიური დაავადება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში; • ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კუპირება (უპირატესად ნევროზის მსგავსი მდგომარეობები და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისფუნქციით მიმდინარე); • მწვავე ინტოქსიკაცია ანტიფსიქოზური საშუალებებით; • მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესები (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი) კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. მიღების წესი და დოზირება: დილოქსი შეჰყავთ ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად (ნაკადურად ან წვეთოვნად). საინფუზიო ხსნარი მზადდება პრეპარატის განზავებით ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. ნაკადურად დილოქსი შეიყვანება ნელა, 5-7 წუთის განმავლობაში, წვეთოვანი ინფუზიის შემთხვევაში - 40-60 წვეთი წთ-ში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1200 მგ-ს.
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის დროს დილოქსი შეჰყავთ ინტრავენურად წვეთოვნად 200-500 მგ 2-4-ჯერ დღე-ღამეში პირველი 10-14 დღის განმავლობაში, შემდეგ – ინტრამუსკულარულად 200-250 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში 2 კვირის განმავლობაში.
ქალა-ტვინის ტრავმის და მისი შედეგების გამოვლენის შემთხვევაში დილოქსი ინიშნება ინტრავენურად წვეთოვნად 200-500 მგ 2-4-ჯერ დღე-ღამეში 10-15 დღის განმავლობაში.
დისცირკულატორული ენცეფალოპათიის დეკომპენსაციის ფაზაში დილოქსი შეიყვანება ინტრავენურად ნაკადურად ან წვეთოვნად 200-500 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში, შემდეგ – ინტრამუსკულარულად 100-250 მგ დღე-ღამეში შემდეგი 2 კვირის განმავლობაში. დისცირკულატორული ენცეფალოპათიის პროფილაქტიკური კურსის ჩატარების მიზნით დილოქსი ინიშნება ინტრამუსკულარულად 200-250 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში 10-14 დღის განმავლობაში.
მსუბუქი კოგნიტიური დარღვევების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში და მშფოთვარე მდგომარეობების დროს დილოქსი ინიშნება ინტრამუსკულარულად 100-300 მგ დოზით 14-30 დღის განმავლობაში.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს დილოქსი შეჰყავთ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად 14 დღის განმავლობაში მიოკარდიუმის ინფარქტის კომპლექსური თერაპიის ფონზე. პირველი 5 დღე-ღამის განმავლობაში, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად წვეთოვნად, შემდეგი 9 დღე-ღამის განმავლობაში შესაძლებელია ინტრამუსკულარულად შეყვანა. ინტრავენურად პრეპარატი შეიყვანება ნელა (გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით), 100-150 მლ 30-90 წთ-ის განმავლობაში წვეთოვნად, NaCl-ის 0,9%-იან ან დექსტროზის (გლუკოზის) 5%-იან ხსნარში განზავებული. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ნაკადურად შეყვანა არანაკლებ 5 წთ-ის განმავლობაში. დილოქსი შეჰყავთ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად დღე-ღამეში 3-ჯერ 8 სთ-იანი ინტერვალის დაცვით. სადღეღამისო დოზა შეადგენს 6-9 მგ/კგ სხეულის მასაზე, ერთჯერადი დოზა შეადგენს 2-3 მგ/კგ სხეულის მასაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 800 მგ-ს, ერჯერადი დოზა კი – 250 მგ-ს.
უკუჩვენება:თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების მწვავე დარღვევა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; ბავშვთა ასაკი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.