Doloriva od caps #30

Doloriva od caps #30

Slovenia

ცაინფარმა
About Product
დოლორივა ოდ
დიეტური დანამატი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას

გამოყენებამდე რეკომენდებულია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია და აუცილებლად პაციენტი უნდა გაეცნოს შეფუთვასა და გამოყენების ინსტრუქციაზე დატანილ ინფორმაციას.

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: ციტიდინი 5-მონოფოსფატის დინატრიუმის მარილი-30.0მგ; ურიდინი 5-მონოფოსფატის დინატრიუმის მარილი-30.0მგ; ვიტამინი B6-1.4მგ; ვიტამინი B1-1.1მგ; ვიტამინი B12-4მკგ; ვიტამინი D3-15მკგ-600სე. შემადგენლობა: მყარი ჟელატინის კაფსულა (ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი), სიმინდის სახამებლის შემავსებელი, ციტიდინი 5-მონოფოსფატის დინატრიუმის მარილი, ურიდინი 5-მონოფოსფატის დინატრიუმის მარილი, ქოლეკალციფეროლის გრანულები, მაგნიუმის სტეარატი, ციანოკობალამინი, ტალკი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, პიროლოქსიდინი-გამაგრილებელი აგენტი, თიამინის ჰიდროქლორიდი, სილიციუმის დიოქსიდი. არ შეიცავს გმო-ს.

ჩვენება: ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, უჯრედებში ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ზრდას, დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნების შემცირებას, ნორმალურ ფსიქოლოგიურ აქტივობას.
გამოყენების რეკომენდაციები: შეიძლება რეკომენდებული იყოს როგორც საკვები ნივთიერებების დამატებითი წყარო: ურიდინი, ციტიდინი და ვიტამინები B1, B6, B12 და D3. დოლორივა ოდ-ის კომპონენტები ამცირებენ დაძაბულობის და კუნთებში შებოჭილობის შეგრძნებას. ურიდინი და ციტიდინი წარმოადგენენ ბუნებრივ საშენ მასალები, რომლებიც ხელს უწყობენ ნერვული უჯრედების რეგენერაციას. B ჯგუფის ვიტამინები-როგორც სხვადასხვა მეტაბოლური რეაქციის კოფერმენტები აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ენერგეტიკული მეტაბოლიზმისთვის, ამცირებენ დაღლილობას და სისუსტის შეგრძნებას. ვიტამინი B12 მონაწილეობს უჯრედების გაყოფის პროცესში, რაც მნიშვნელოვანია მათ შორის ქსოვილების რეგენერაციის პროცესში. D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ შეწოვას-ათვისებას და კუნთების ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას. პერიფერიული ნერვების დაზიანების ძირითადი მიზეზებია: გახანგრძლივებული მეტაბოლური დარღვევები, ნერვების შეკუმშვა და ჩახშობა, მათ შორის დაზიანებების გამო, მჯდომარე ცხოვრების წესი, ორგანიზმში ანთებითი პროცესები. დაზიანებული ნერვული სტრუქტურების აღდგენას დიდი დრო სჭირდება და მოითხოვს გარკვეულ კომპონენტებს. ნერვულ უჯრედები საჭიროებენ საკვები ნივთიერებების ყოველდღიურ მიწოდებას. დოლორივა ოდ შეიცავს ბიოგენურ ელემენტებს ურიდინმონოფოსფატი (UMP), ციტიდინმონოფოსფატი (CMP), ვიტამინები B1, B6, B12 და D3, რომლებიც ორგანიზმში აღდგენით პროცესებს ასტიმულირებენ.
გამოყენების პერიოდი: 4 კვირა, შემდგომი მიღება უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან.

გამოშვების ფორმა: 15 მყარი ჟელატინის კაფსულა ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში. თითოეული კაფსულა მასით 211.0მგ (მგ)+- 7.5%.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას (15-25)C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: წარმოების დღიდან 24 თვე.

მწარმოებელი: სლოვენია

დოკუმენტაციის მფლობელი: შპს ზანდრა ლაიფ საიენსის პვტ (ZANDRA LIFE SCIENCES PVT.), ინდოეთი.
დამზადებულია ევროკავშირში.
Show More
More Info
Brand
ცაინფარმა
Country
Slovenia
Generic
citidin+uridin+vit B-1+vit B-6+vit B-12+vit D-3
Form
კაფსულა
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page