Emoxidant sol inj 50mg/1ml 2ml #10
Emoxidant sol inj 50mg/1ml 2ml #10

Emoxidant sol inj 50mg/1ml 2ml #10

Romania

რომფარმ კომპანი
About Product
შემადგენლობა: 1მლ პრეპარატი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინის სუქცინატი 50მგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფატი (E 223), საინექციო წყალი.

ჩვენება: ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევები; დისცირკულატორული ენცეფალოპათია; ვეგეტატური დისტონიის სინდრომი; ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიტიური დარღვევები; შფოთვითი დარღვევები ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობისას; აბსტინენციური სინდრომის კუპირება ალკოჰოლიზმის დროს ნევროზის მსგავსი და ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით. ანტიფსიქოზური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაცია; მუცლის ღრუს მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესები (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი).

გამოყენების მეთოდი და დოზირება: დოზირების რეჟიმი: კუნთში ან ვენაში შეყვანა (ნაკადად ან წვეთოვნად) შეყვანის ინფუზიური მეთოდისას პრეოპრატი უნდა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარით. ნაკადად ემოქსიდანტი შეყავთ ნელა, 5-7 წუთის განმავლობაში, წვეთოვნად 40-60 წვეთი წუთში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1200მგ-ს. ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევისას, ემოქსიდანტი გამოიყენება პირველი 10-14 დღის განმავლობაში, წვეთოვნად 200-500მგ 2-4-ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ კუნთში 20-250მგ, 2-3 ჯერ დღე-ღამეში, 2 კვირის განმავლობაში. დისცირკულატორული ენცეფალოპათიისას, დეკომპენსაციის ფაზაში ემოქსიდანტი უნდა დაინიშნოს ინტრავენურად, ნაკადით ან წვეთოვნად 200-500მგ დოზით, 1-2 ჯერ დღე-ღამეში, 14 დღის განმავლობაში. შემდეგ კუნთში 100-250მგ-დღე-ღამეში შემდეგი 2 კვირის განმავლობაში. დისცირკულატორული ენცეფალოპათიის პროფილაქტიკური კურსისთვის პრეპარატი შეყავთ კუნთში 200-250მგ დოზით 2-ჯერ დღე-ღამეში 10-14 დღის განმავლობაში. მსუბუქი კოგნიტიური დარღვევების დროს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და შფოთვითი დარღვევების დროს პრეპარატი გამოიყენება კუნთში, 100-300მგ-დღე-ღამეში 14-30 დღის განმავლობაში. აბსტინენციური ალკოჰოლური სინდრომის დროს, ემოქსიდანტი შეყავთ 200-500მგ ინტრავენურად, წვეთოვნად ან კუნთში 2-3 ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში. ანტიფსიქოზური პრეპარატებით მწვავე ინტოქსიკაციისას პრეპარატი შეყავთ ინრავენურად, 200-500მგ-დღე-ღამეში დოზით 7-14 დღის განმავლობაში. მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესებისას (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი) პრეპარატი პირველი დღეების განმავლობაში ინიშნება როგორც წინასაოპერაციო ის პოსტოპერაციულ პერიოდში. შეყვანილი დოზა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე და სიმძიმეზე, პროცესის გავრცელებაზე, კლინიკური მიმდინარეობის ვარიანტებზე. პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათან მხოლოდ მყარი დადებთი კლინიკურ ლაბორატორიული ეფექტის შემდეგ. მწვავე შეშუპებითი (ინტერსტიციალური) პანკრეატიტისას-პრეპარატი ინიშნება 200-500მგ დოზით 3-ჯერ დღე-ღამეში, ინტრავენურად წვეთოვნად (ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში) და კუნთში. ნეკროზლი პანკრეატიტის მსუბუქი ხარისხი-100-200მგ დღე-ღამეში სამჯერ ინტრავენურად წვეთოვნად (ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში) და კუნთში. სიმძიმის საშუალო ხარისხი-200-300მგ დღე-ღამეში (ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში). მძიმე მიმდნარეობა-პულს-დოზირებისას 800მგ პირველი დღეების განმავლობაში, ორჯერადი შეყვანის რეჟიმისას, შემდეგ 200-500მგ 2-ჯერ დღე-ღამეში სადღერამისო დოზის თანდატან დაქვეითებით. უკიდურესად მძიმე მიმდინარეობა-საწყისი დოზა 800მგ-დღე-ღამეში პანკრეატოგენური შოკის კუპირების მყარ გამოვლენამდე, მდგომარეობის სტაბილიზაციისას 300-500მგ, 2-ჯერ დღე-ღამეში, ინტრავენურად წვეთოვნად (ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში) სადღეღამისო დოზის თანდათან შემცირებით.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ღვიძლის და თირკმელების მწვავე დისფუნქცი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ბავშვები და მოზარდები.
ორსულობა და ლაქტაცია: ემოქსიდანტის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულებში და შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს და იმყოფებიან ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 25C, ტემპერატურაზე, ორგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
რომფარმ კომპანი
Country
Romania
Generic
ethylmethylhydroxypiridine /methylethyloiridinol/
Dose
50მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
10
Volume
2მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page