ჩვენებები: დიეტური დანამატი კარტერი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, შეიძლება რეკომენდებული იყოს ექიმის მიერ დიეტის დროს, როგორც მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დამატებითი წყარო, რომელიც ხელს უწყობს: გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ნერვული სისტემის გაზრდილი დატვირთვის დროს, რომელსაც თან ახლავს ნერვული აგზნებადობა, მოუსვენრობის განცდა, შინაგანი ემოციური დაძაბულობა; დარღვეული ძილის დროს ძილის ხარისხის გაუმჯობესების, ჩაძინების პროცესის გაუმჯობესებისა და ორგანიზმის მიერ საკუთარი დამცავი ძალების გაზრდის მიზნით. რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია გამოყენებისდაწყებამდე და ნებისმიერ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას.
დოზირება: მოზრდილები: 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში ორჯერ საკვებთან ერთად ან ექიმის დანიშნულებით. მიღების კურსის ოპტიმალური ხანგრძლივობაა - 1,5 თვე, შემდგომი გამოყენება და კურსის განმეორების შესაძლებლობა უნდა შეთანხმდეს ექიმთან. გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მიღების კურსს განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად. თქვენთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი!
უკუჩვენებები: ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ. არ გამოიყენოთ: ქალებმა ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში, დაბალი წნევის მქონე პირებმა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მქონე პირებმა - მხოლოდ ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობის ქვეშ. რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია გამოყენების დაწყებამდე და ნებისმიერ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას. ბავშვები: არ გამოიყენება ბავშვებში.– ავადმყოფი სინუსის სინდრომი (სინოატრიული ბლოკადა);
შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე. მოარიდეთ ბავშვებს.