Melaksen B tab #30

Melaksen B tab #30

Italy

ბიოტრექს ნუტრაცეუტიკალს
About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): melatonin, pyridoxine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
1 ტაბლეტის შემადგენლობა

მელატონინი - 3 მგ
B6 ვიტამინი - 5მგ
აღწერილობა:
თეთრი ან მოთეთრო-მოყვითალო ელფერის მქონე მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეზე გამყოფი ზოლით.
ჩვენება:
აძლიერებს ძილის დროსა და ხარისხს
არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძართვთა სისტემაზე
აძლიერებს იმუნურ სისტემას
უზრუნველყოფს სრულფასოვან დასვენებას და აღდგენას

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება, ადვილად აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერში, ჰემატოენცეფალური ბარიერის ჩათვლით. აქვს ნაწილობრივად გამოყოფის მცირე პერიოდი.

მიღების წესები და დოზები
შიგნით მისაღებად. მოზრდილებში 1 ტაბლეტი, ხოლო ბავშვებში ქ ტაბლეტი დღეში ერთხელ დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე. მიღების შემდეგ აუცილებელია სინათლის მორიდება.
როგორც ადაპტოგენი საათობრივი სარტყელის ცვლისას: ფრენამდე 1 დღით ადრე და შემდეგი 2-5 დღის განმავლობაში 1 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის დღეში 2 ტაბლეტი.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ, გამოყენების პირველ დღეებში ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს შეშუპება. თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, დიარეა, დილით მძინარობა.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და პოტენციურად საშიში საქმით დაკავება, რომლებიც მოიოთხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ინფორმირებული უნდა იყვნენ პრეპარატში სუსტად გამოხატული კონტრაცეპტული მოქმედების არსებობის შესახებ. საჭიროა მკვეთრი სინათლის პირდაპირი ზემოქმედებისგან თავის არიდება.

ჭარბი დოზირება
შემთხვევითი ჭარბი დოზის დროს: კუჭის ამორეცხვა, სიპმტომური თერაპია. გვერდითი ეფექტების განვითარების გაძლიერება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის და ბეტა ბლოკატორების დამთრგუნველი პრეპარატების ეფექტს. არ არის რეკომენდებული ჰორმონალურ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება.
შეუთავსებელია მაო-ს ინჰიბიტორებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან და ციკლოსპორინებთან.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 10-30oC ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ბიოტრექს ნუტრაცეუტიკალს
Country
Italy
Generic
melatonin+vit B-6
Dose
3მგ+5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page