No-Spasma tab #20

No-Spasma tab #20

India

ნაბროს ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - დიციკლომინის ჰიდროქლორიდი ბრ.ფ 20 მგ
პარაცეტამოლი ბრ.ფ 500მგ

შემადგენლობა:
თითო უგარსო ტაბლეტი შეიცავს:დიციკლომინის ჰიდროქლორიდი ბრ.ფ 20 მგ, პარაცეტამოლი ბრ.ფ 500მგ, შემავსებელი საკმარისი რაოდენობით.

ჩვენება:
სწრაფი და ხანგრძლივი გაუტკივარების მიღწევისთვის შემდეგი პათოლოგიებისას: ნაწლავის კოლიკა; ღვიძლის კოლიკა; თირკმლის კოლიკა და დისმენორეა;
დოზირება:
1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ან ექიმის მითითების მიხედვით. დისმენორეისას ნო-სპაზმას ტაბლეტები მიიღება მენსტრუალური ტკივილის აღმოცენებისას და მიღება საჭიროა სანამ ექიმის აზრით სიმპტომები გრძელდება.

უკუჩვენება:
ნაწლავის ანთება, კუჭის წყლული ან ნაწლავის დაწყლულება, ღვიძლის ან თირკმლის დარღვევები, მომატებული მგრძნობელობა ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები:
რეკომენდირებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება. დეჰიდრატაციის ან თირკმლის დაავადების მქონე ავადმყოფებში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმული ავადმყოფების მკურნალობისას. გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია- გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში,იშვიათად ალერგიული რეაქციები, ანემია, თრომბოციტოპენია, მეტჰემოგლობინემია.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ნაბროს ფარმა
Country
India
Generic
acetaminophene+dicyclomine
Dose
500მგ+20მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page