PK-merz inf 200mg/500ml #2
PK-merz inf 200mg/500ml #2

PK-merz inf 200mg/500ml #2

Germany

მერც ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - Amantadinum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები 1 ტაბ.ამანტადინის სულფატი ....... 100 მგ
საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 500 მლ
ამანტადინის სულფატი ......... 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ლაქტოზა, პოლივინილპიროლიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ტიტანის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიამინომეთაკრილატი, ყვითელი-ნარინჯისფერი საღებავი.

ჩვენებები:
პარკინსონის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების (მათ შორის აკინეტიკური კრიზის) ინტენსიური პირველადი მკურნალობა;
პერორალური თერაპიის დროებით შეწყვეტა;
ცნობიერების დაკარგვა ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად;
ნარკოზიდან შენელებული გამოსვლა;
ნევრალგია სარტყლისებური ჰერპესის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები
დოზირების რეჟიმი ინდივიუდალურია. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ. მკურნალობა იწყება შემდეგნაირად:
პირველ სამი დღე 1 ტაბლეტი დღეში, მომდევნო დღეებში დოზა იზრდება და შეადგენს 2 ტაბლეტს დღეში. შესაძლებელია დოზის შემდგომი გაზრდა კვირაში 1 ტაბლეტით.
პარკინსონიზმის კომბინირებული მკურნალობის შემთხვევაში დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად უკანასკნელი დოზის მიღება რეკომენდებულია დღის მეორე ნახევარში, ვახშმამდე.
ხანდაზმულებში, განსაკუთრებით კი პაციენტებში აგზნებით, არეული ცნობიერებით,პრედელირით და დელირით, საჭიროა პრეპარატის მცირე დოზებით დანიშვნა.

საინექციო ხსნარი
დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია. ზოგადად ინიშნება 500 მლ 1-2-ჯერ დღეში. შესაძლებელია დოზა გაიზარდოს 500 მლ 3-ჯერ დღეში. ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 3 სთ-ს (55 წვეთი/წუთში).

გვერდითი მოვლენები:
♦ მხედველობითი ჰალუცინაციებით მიმდინარე ფსიქიკური აშლილობა, მოტორული ან ფსიქიკური აგზნება, შარდის შეკავება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის მქონე პაციენტებში, გულის უკმარისობა.
♦ იშვიათად - არითმია, ტაქიკარდია, გულისრევა, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა.
♦ ძალიან იშვიათად - ზედა და ქვედა კიდურების კანის მოლურჯო შეფერილობა, მხედველობის დაქვეითება.

უკუჩვენებები:
* პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა. გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (IV კლასი NYHA მიხედვით), კარდიომიოპათია და მიოკარდიტი, AV ბლოკადა II და III ხარისხის, ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 55-ზე ნაკლები), გახანგრძლივებული QT ინტერვალი, ანამნეზში პარკუჭოვანი არითმია, ბუდიპინის ან QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება;
* პკ-მერცის საინფუზიო ხსნარი არ გამოიყენება პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <10მლ/წთ);
* შედარებითი უკუჩვენება: გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, ფსიქომოტორული აგზნება, ანამნეზში დელირიუმი და პრედელირიუმი, ფსიქოზი, ეპილეფსია, თირეოტოქსიკოზი, ღვიძლისა და თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;
* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
Show More
More Info
Brand
მერც ფარმა
Country
Germany
Generic
amantadin
Dose
200მგ/500მლ
Form
ხსნარი საინფუზიო
Packing
ფლაკონი
Quantity
2
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page