Reagila caps 6mg #28

Reagila caps 6mg #28

Hungary

გედეონ რიხტერი
About Product
საერთაშორისო დასახელება - cariprazine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ფსიქოტროპული საშუალებები → ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური) საშუალებები

გამოყენების ჩვენებები
შიზოფრენიის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში.

გამოყენების წესი და დოზირება
გამოყენების წესი
პრეპარატი რეაგილა მიიღება შიგნით დღეში ერთხელ ერთსა და იგივე დროს საკვების მიღების მიუხედავად.
დოზირება
კარიპრაზინის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1,5 მგ-ს დღეში ერთხელ. შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დოზის თანდანათან გაზრდა ნაბიჯით 1,5 მგ/დღეში მაქსიმალურ დოზამდე 6 მგ/დღეში.
მინიმალურ ეფექტურ დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი კლინიკური შეფასების საფუძველზე. კარიპრაზინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების ხანგრძლივ ნახევრად გამოყოფის პერიოდთან დაკავშირებით, დოზის ცვლილება ახდენს მცირე ზეგავლენას პრეპარატის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში რამდენიმე კვირის განმავლობაში. აუცილებელია დაკვირვება არასასურველ რეაქციებზე და პაციენტის პასუხზე თერაპიაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში კარიპრაზინის მიღების დაწყების შემდეგ და დოზის თითოეული ცვლილების შემდეგ (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”).
სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატებიდან კარიპრაზინზე გადასვლა
სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობიდან კარიპრაზინით მკურნალობაზე გადასვლისას განხილული უნდა იქნას თანდათანობით ჯვარედინი ტიტრირების შესაძლებლობა წინა პრეპარატის დოზის თანდათან შემცირებით კარიპრაზინის მიღების ეთდროულად დაწყებით.
კარიპრაზინიდან სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატებზე გადასვლა
კარიპრაზინით მკურნალობიდან სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატებზე გადასვლისას თანდათანობითი ჯვარედინი ტიტრირება არ არის საჭირო, აუცილებელია ახალი ანტიფსიქოზური პრეპარატის მიღების დაწყება მინიმალური დოზით კარიპრაზინის მიღების ერთდროულად შეწყვეტით. გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ კარიპრაზინის და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შემცირდება 50%-ით დაახლოებით 1 კვირის შემდეგ (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”).
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში კარიპრაზინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გამოვლინდეს სხვაობები მკურნალობაზე პასუხში უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”). დოზის შერჩევა ხანდაზმულ პაციენტებში განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ჩატარდეს.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევით (კრეატინინის კლირენსი (კკ) ≥30 მლ/წთ და ˂89 მლ/წთ) პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. კარიპრაზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებით (კკ ˂30 მლ/წთ) არ ფასდებოდა (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”). კარიპრაზინის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებით.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევით (5-9 ქულა ჩაილდ-პიუს მიხედვით) პრეპარატის დოზის კორექცია არ არის საჭირო. კარიპრაზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (10-15 ქულა ჩაილდ-პიუს მიხედვით) არ შეფასებულა (იხ. ნაწილი “ფარმაკოკინეტიკა”). კარიპრაზინის გამოყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით არ არის რეკომენდებული.
პედიატრიული პოპულაცია
კარიპრაზინის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დადგენილი. მონაცემები არ არსებობს.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი “შემადგენლობა”).
- CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ან ზომიერი ინჰიბიტორების ერთდროული მიღება (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
- CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ან ზომიერი ინდუქტორების ერთდროული მიღება (იხ. ნაწილი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი
Country
Hungary
Generic
cariprazine
Dose
6მგ
Form
კაფსულა
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page