Venlaxcor tab 37.5mg #30
Venlaxcor tab 37.5mg #30

Venlaxcor tab 37.5mg #30

Latvia

გრინდეკსი
cart discount
-
11.91
About Product
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდეპრესანტი.
ჩვენებები: დეპრესიის სხვადასხვა ფორმების მკურნალობა, მათ შორის განგაშის შეგრძნებით მიმდინარე დეპრესიების.
უკუჩვენებები: - ვენლაფაქსინის და/ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. - მაო–ს (მონოამინოქსიდაზა) ინგიბიტორებთან ერთდროული მიღება (სხვა ჯგუფის პრეპარატებია დეპრესიის სამკურნალოდ). იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია მაო-ს ინჰიბიტორის შეცვლა ვენლაქსორით, უნდა იქნას შეწყვეტილი მაო-ს ინჰიბიტორის მიღება, სულ ცოტა, 2 კვირით ადრე ვენლაქსორით მკურნალობის დაწყებამდე; და პირიქით, მაო-ს ინჰიბიტორის გამოყენებამდე 1 კვირით ადრე უნდა შეწყდეს ვენლაქსორით მკურნალობა. - მძიმე ვენტრიკულური არითმიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მაგალითად, გულის მარცხენა პარკუჭის მნიშველოვანი დისფუქნციით, III-IV ფუნქციონალური კლასი NYHA-ს მიხედვით) ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზის მქონე პაციენტებში. - ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა. - ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. - 18 წლამდე ასაკი. თუ თქვენ გაგაჩნიათ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან ან მდგომარეობებიდან რომელიმე, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს ვენლაქსორის გამოყენების შესახებ მონაცემების რაოდენობა არასაკმარისია. ვენლაქსორის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს. ორსულობის დროს ან მასზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ გაიაროთ ექიმთან კონსულტირება. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას უნდა შეწყდეს ბავშვის ძუძუთი კვება.
გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატს იყენებენ ექიმის მითითებების დაცვით. პრეპარატის დოზას და მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. არ შეცვალოთ დოზა ექიმის მითითების გარეშე! პრეპარატს ღებულობენ ჭამის დროს.
შენახვის პირობები: შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით)
Show More
More Info
Brand
გრინდეკსი
Country
Latvia
Generic
venlafaxinum
Dose
37.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page